რეზონანსი
11.07.2020

გიორგი შაქარაშვილის შესახებ გასაჯაროებულმა ექსპერტიზამ კითხვების მხოლოდ მცირე ნაწილს გასცა პასუხი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კითხვა წარმოშვა. ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე ეჭვობს, რომ შაქარაშვილთან კონფლიქტი ხიდთან გზაზე კი არა, მდინარე არაგვის ნაპირთან მოხდა.

„დადასტურებულია ექსპერტიზის მიერ, რომ ბავშვი ცოცხალია და ისეა მოხვედრილი მდინარის კალაპოტში. აქედან გამომდინარე, ზევით მას სიცოცხლეს ვერავინ მოუსპობდა. და შემდგომ ვერავინ ჩაიყვანდა. ეს უკვე ექსპერტიზითვეა გამორიცხული. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვია, რომ ბავშვს ჩაჰყვნენ, გაეკიდნენ ამ ფერდობზე, უკვე არაგვის ნაპირზე გაუსწორდნენ ფიზიკურად, ჩაახრჩვეს წყალში და გაატანეს არაგვს“ – განაცხადა "ფორმულას" ეთერში ფეხბურთელის ბიძამ.

პროკურატურამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გიორგი შაქარაშვილი დაიღუპა წყლით მიღებული ასფიქსიით, თუმცა მას სიცოცხლის დროს მიყენებული სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×