ელზა პაპოშვილი
22.01.2021

სასტიკი მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანებში- ჯაფარეულის დასახლებაში 54 წლის ამირან ფალავანდიშვილი საწოლში მეზობლებმა ყელგამოჭრილი იპოვეს. გაუჩინარებულია მისი 21 წლის ვაჟი, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. ადგილობრივები მომხდარის დეტალებს იხსენებენ და  გამორიცხავენ, რომ შვილს მამა მოეკლა. მათი აზრით, შესაძლოა საქმე კიდევ უფრო დიდ უბედურებასთან ჰქონდეთ და ფულის გამოძალვის მიზნით მამაც და შვილიც  ვიღაცამ მოკლა. თუმცა დაზუსტებით ვერ ამბობენ, ჰქონდა თუ არა მოკლულს ფული. 

ადგილობრივების მეორე ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მამა შვილმა კონფლიქტის ნიადაგზე მოკლა, რომელსაც გარდა ყელის არეში მიყენებული დააზიანებებისა სხეულზე მრავალჯერადი ჭრილობებიც აღენიშნება. არც იმას გამორიცხავენ, რომ გარდაცვლილი მამაკაცი სიკვილამდე  სასტიკად ეწამებინათ.  

მოკლული ამირან ფალავანდიშვილი და მისი შვილი სოფელში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ. მოკლულ მამაკაცს სოფელში ავადმყოფი ძმა ჰყას, რომელიც ლოგინად არის ჩავარდნილი და მას უვლიდა. ძმის სახლის გარდა მამა-შვილს ეზოს უკანა მხარეს სხვა პატარა სახლიც ჰქონდათ, სადაც მიცვალებული იპოვეს. მოკლულის ძმა ყვება, რომ მამა-შვილს დილით ციტრუსი უნდა დაეკრიფათ. თუმცა როდესაც შეაგვიანდათ და ფაქტიურად ერთი დღის განმავლობაში არ გამოჩდნენ, ავადმყოფმა მეზობელს დაურეკა და ძმა-ძმისშვილის მოძებნა სთხოვა. აუხსნა, რომ ისინი ტელეფონს უკვე დიდი ხანია არ პასუხობდნენ. 

მეზობლებმა მამ-შვილის ძებნა დაიწყეს, თუმცა კვალს ვერსად მიაგნეს. ამის შემდეგ კი ერთ-ერთმა მეზობელმა მეორე სახლის  ფანჯარა ღია დაინახა და იფიქრა, იქ ხომ არაფერი დატოვეს, იქნება რამე გავიგოვო. სახლში შესულს კი საზარელი სურათი დახვდა. საწოლში ამირან ფალავანდიშვილი სასტიკად ნაწამები და ყელგამოჭრილი იპოვა, მისი შვილის კვალს კი ვერსად მიაგნეს. 

„მამაკაცი ნაცემია, თავის არეში მძიმე დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, გადაჭრილი აქვს ვენები და მუცელში დანითაა დაჭრილი. ზოგმა, ყელიც ჰქონდა გამოჭრილიო.  მეზობელმა იპოვა და იმდენად შოკურ მდგომარეობაშია, ნორმალურად საუბარიც კი უჭირს. ძალიან კარგი მამა-შვილი იყვნენ. ვინც მათ იცნობს, ვერ იჯერებს,  რომ 21 წლის ბიჭს მამა ასე სასტიკად გაემეტებინა. თბილისში ცხოვრობენ, მაგრამ სოფელში ავადმყოფი ძმის მოსავლელად მოდიოდა. ეზოს მეორე მხარეს სხვა სახლიც აქვთ. ჩვეულებრივად ძმისთვის  უთქვამს, რომ დილით ციტრუსიის დასაკრეფად მივიდვართო. აი ამის შემდეგ მათი კვალი გაქრა. ძმა რომ აღარ გამოჩნდა, ავადმყოფმა მეზობელს დაურეკა და მისი მოძებნა სთხოვა. წავიდნენ იმ ადგილში, სადაც ციტრუსი უნდა დაეკრიფათ, მაგრამ ვერავინ ნახეს.

მერე მეზობელი მეორე სახლში  შევიდა და ეს საშინელება ნახა. კაცი არის დაჩეხილი. ჯერ  სასტიკად ნაცემია  და მერე დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ასე სასტიკად შვილმა როგორ გაიმეტა. სხვადასხვა ვერსიები გვაქვს. არაა გამორიცხული ფულის გამოძალვის მიზნით ჯერ შვილი გაიტაცეს და მოკლეს, შემდეგ კი მამა. არ ვიცით, სხვა  რა შეიძლება მომხდარიყო,  ვერაფერს  ვამბობთ,“ – უყვება „რეზონანსს“  ერთ-ერთი ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )