ქრისტინე კაპანაძე
22.02.2021

ცხოველების ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსული ინფექცია გარეულ და შინაურ ცხოველებში ვრცელდება. შედეგად კი, შესაძლოა განვითარდეს მუტაციები და გადაიქცეს ახალ ვერსიად, რომელიც ცხოველიდან ადამიანს შეიძლება გადაეცეს.

გასულ თვეში Covid 19, პირველად შინაურ ცხოველ, ძაღლს, სახელად უინსტონს გამოუვლინდა, რომელიც შემდეგ ვირუსისგან განიკურნა. ამ ეტაპზე ვირუსი დაფიქსირებულია ზოოპარკის ცხოველებში, შინაურ, ფერმისა და გარეულ ცხოველებშიც.

"ჩვენ ვიცით, რომ ვირუსი წარმოიშვა ველურ ბუნებაში, სავარაუდოდ ღამურებში, შემდეგ გადავიდა ხალხში. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს უამრავი სხვა ცხოველი, რომელიც მგრძნობიარეა ამ ვირუსის მიმართ."- თქვა ექიმმა ჯონათან ეპშტეინმა, ეპიდემიოლოგმა და ვიცე-პრეზიდენტმა „EcoHealth Alliance"- ის სამეცნიერო დარგში.

ეპშტეინმა განმარტა, რომ ვირუსი იმდენად ფართოდ არის გავრცელებული, არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე ველური ბუნებიდან, დაბინძურებული ჩამდინარე წყლების მეშვეობით ან ადამიანების ცხოველებთან პირდაპირი კონტაქტით მოხდეს ვირუსის გადაცემა.

ექვსმა ქვეყანამ - დანიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, შვედეთმა, იტალიამ და აშშ-მ უკვე შეატყობინეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ცხოველთა ფერმაში კორონავირუსით ინფიცირებული ცხოველების შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფერმის ცხოველებში, ასევე ზოოპარკში ვირუსის გავრცელების მართვა შესაძლებელია. ამ შემთხვევაში ინფიცირებული ცხოველები იზოლირებულნი არიან და მკურნალობენ, მაგრამ თუ კი ვირუსი გარეულ ცხოველებშიც მასიურად გავრცელდება, ვითარება კონტროლიდან გამოვა.

ჯერჯერობით Covid 19-ის გარეულ ცხოველებში დადასტურებული შემთხვევა მხოლოდ ველურ მინსკებშია დაფიქსირებული.

კრისტინ კრეუდერ ჯონსონმა, ვეტერინარული მედიცინისა და ეკოსისტემების ჯანმრთელობის პროფესორმა, თქვა, რომ ვირუსი სავარაუდოდ ღამურებისგან წარმოიშვა, გადავიდა ადამიანში და ახლა "გადავიდა" ცხოველების სხვადასხვა სახეობებშიც.

"ცხოველების ყველა სახეობაში ფართო გავრცელება, შეიძლება ვირუსის მუტაციის წყარო გახდეს", - თქვა ჯონსონმა.

მეცნიერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ შეიძლება ცხოველების ინფიცირების გამო გამოვლინდეს მუტაციები და გადაედოს ადამიანს.

"შეიძლება ჩვენ არასდროს გვქონდეს პასუხი კითხვაზე, თუ როგორ ვრცელდება COVID გარეულ ცხოველებში", - ამბობს დოქტორ ტრეის მაკნამარი, პათოლოგიის პროფესორი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპისთვის უნდა შემცირდეს კორონავირუსის ტესტის ცხოველებზე ჩატარება.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარ გავიგებთ COVID- ის გავრცელების შესახებ სხვადასხვა ცხოველთა სახეობებში. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენი პერსონალი ცხოველს იკვლევს, იღებს სისხლის ნიმუშს და ინახავს მას სისხლის ბანკში.

„ეს ნიმუშები კი ინახება და როდესაც გვექნება საკმარისი დაფინანსება და მხარდაჭერა მეცნიერებს შეეძლებათ გადახედონ ამ ნიმუშებს და გაიგონ თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს COVID - 19 სხვადასხვა გარეულ თუ შინაურ ცხოველთა სახეობებში,"- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე უკვე საუბარი დაიწყო ცხოველებისთვის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )