სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამუნა მუკბანიანი
    10.05.2018

     ეროვნული ბანკი ახალი რეგულაციის პროექტს ამზადებს, რომლის  მიხედვითაც პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას ვეღარ შეძლებს. ინიციატივას დადებითად აფასებს საფინანსო სფეროს სპეციალისტების ნაწილი, ნაწილი კი სესხებზე მისაწვდომობის გართულებაზე საუბრობს. 2014-2016 წლებში აუქციონზე იძულების წესით 4522 უძრავი ქონება გაიყიდა.

    ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა `ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების~ პროექტი შეიმუშავა. იმ შემთხვევაში თუ მსესხებელს შემოსავალი არ აქვს და არც მისი გადამხდელუნარიანობის ანალიზია ჩატარებული, იგი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუკი ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება.

    საქართველოში აუქციონის წესით რეალიზებული უძრავი ქონება, წლიდან წლამდე იზრდება. 2014 წელს - 1343, 2015 წელს - 1410 ხოლო 2016 წელს - 1769 სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება გაუყიდეს მსესხებლებს. უცნობია, აქედან რადენი იყო უკანასკნელი საცხოვრისი. ჯერ არ გასაჯაროებული 2017 წლის სტატისტიკაც რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიოროს დღემდე არ გამოუქვეყნებია, მაგრამ სტატისტიკა აშკარად მზარდია. სავარაუდოდ, სწორედ ამან გააჩინა რეგულაციის აუცილებლობა.

    სტატიის სრული ვერსია იხილეთ 11 მაისის "რეზონანსში"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved