სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    14.01.2019

     როგორ შეიქმნა ქართული პროფესიული თეატრი, ვინ იდგა მის სათავეეთან და რას წერად იმდროინდელი პრესა - ამის შესახებ, რამდენიმე საინტერესო ამბავს შევთავაზებთ დღევანელ სტატიაში ჩვენს მკითხველს.

    ქართული პროფესიული თეატრის დაარსების თარიღი 1850 წლის 14 იანვარია, როდესაც თბილისის გიმნაზიის დარბაზში გიორგი ერისთავის რეჟისორობით და მონაწილოებით დაიდგა მისივე პიესა "გაყრა". პიესა გიორგი ერისთავმა 1846 წელს დაწერა, ხელნაწერი შემონახული არ არის, მხოლოდ გასული საუკუნის 60-იან წლებში რუსეთში მიაკვლიეს და ამჟამად იგი საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.

    ამ პიესის ამბავს მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ყურამდე მიუღწევია და მას დარამატურგისათვის, რომელიც იმ ხანად ხიდისთავში მსახურობდა, პიესის დასადგმელად დახმარება შეუთავაზებია.

    იონა მუენარგია წერდა: "გიორიგი ერისთავმა "გაყრის" ხელნაწერი ვორონცოვს წარუდგინა. "ვიდრე თქვენს კომედიას რუსულად გადავათარგმნინებ, თქვენ სთხოვეთ ჩემს მაგივრად სცენის მოყვარე ქართველებს დაისწავლონ როლები და თქვენი თაოსნობით გამართეთ წარმოდგენა ტფილისის გიმნაზიის სცენაზე", - უთხრა ვორონცოვმა გიორგი ერისთავს".

    როგორც თეატრმცოდნეები ამბობენ, გიორგი ერისთავი იყო პირველი ქართველი კომედიოგრაფი, რომელმაც პირველმა შენიშნა არისტოკრატიის ერთი ნაწილის გადაგვარება და სატირას მიმართა. ჯერ კიდევ პოლონეთში ყოფნისას გრიგოლ ორბელიანს წერდა, რომ "დავწერე სატირა ყიამათის, აქაურის ბალზედა".

    პირველი თეატრალური აფიშაც 2 იანვრით თარიღდება (ძველი სტილით 14 იანვარი), რომელიც ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე იყო შედგენილი. გიორგი ერისთავი თავად მოუწოდებდა ქართულ საზოგადოებას მოსულიყო პირველი ქართული სპექტაკლის "გაყრის" სანახავად. აფიშაზე ეწერა ქართველ წარჩინებულთა გვარები, რომლებიც სპექტაკლში მოაწილოებდნენ. გიორგი ერისათვი კი ერთ-ერთი სომეხი სოვდაგარი როლს ასრულებდა.

    პიესამ წარმატებით ჩაიარა. როგორც გაზეთ "კავკაზსკი ვეტსნიკის" რედაქტორი იაკობ პოლანსკი წერდა, 1850 წლის 2 იანვარი საქართველოს განათლების ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ღირშესანიშნავი დღე, ამ დღეს შეიძლება ითქვას დაიბადა ჭეშმარიტად ქართული თეატრი.

    "გაყრის წარმოდგენამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე. გიმნაზიის დარბაზში მაღალი საზოგადოების კეთილშობილმა პირებმა პირველად წარმოადგინეს ქართულ ენაზე ქართული ნაციონალური კომედია "გაყრა". პიესა იმდენად კარგია, ისე გააკვირვა ყველა მან თავისი უბრალოებით, თავისი ორიგინალობით და თავისი ღრმა იუმორით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უბრალო შექებით დავკმაყოფილდეთ, არამედ მოვალენი ვართ მივცეთ ჩვენს მკითხველს, რამდენადაც შესაძლებელია, ამ პოეტური ქმნილების დაწვრილებით გარჩევა.

    "კომედიის შესრულება, რომელშიც თვით პოეტი გიორგი ერისთავი იღებდა მონაწილოებას, ყოველნაირ შექებაზე მაღლა იდგა - როლების საუკეთესო ცოდნა, კოსტუმები, თამაში, ყველაფერს აღტაცებაში მოჰყავდა მრავალრიცხოვანი მაყურებელი. ერთი სიტყვით, პიესა რომ გაგვეგო და ქართველებივით მოვხიბლულიყავით, ამისთვის საჭირო არ იყო ქართული ენის ცოდნა. თეატრის კედლები ტაშის გრიალით და ამსრულებელთა სცენაზე გამოძახილით ირყეოდა. წარმოდგენის მეორე დღესვე პიესა იქცა სახალხოდ. ბაზარში იმეორებდნენ კომედიიდან ამოღებულ მთელ ფრაზებს", - წერდა გაზეთი "კავკაზსკი ვესტნიკი" 1850 წელს.

    წარმატებით შეგულიანებული დრამატურგი მაშინვე შეუდგა მზადებას მეორე კომედიის - "დავის" წარმოსადგენად. "დავაში" ონოფრეს როლს ასრულებდა პლატონ იოსელიანი, ხოლო გოდაბრელიძის როლს - რევაზ ერისთავი.

    "დავა" წარმოდგენილი იქნა 1850 წლის მაისში მანეჟის თეატრში. "დავის" წარმოდგენაც წარმატებით ჩატარდა. გიორგი ერისთავმა სარქის ბუღდანიჩის როლშიც დიდი მოწონება დაიმსახურა.

    "3 მაისს, ტფილისის თეატრში ღარიბთა სასარგებლოდ, სასცენო ხელოვნების კეთილშობილ მოყვარულთა მიერ, წარმოდგენილი იქნა თავად ერისთავის ახალი კომედია "დავა". ეს იყო ერთ-ერთი მხიარული საღამო, რომელიც ჩვენ თბილისში გავატარეთ. ვორონცოვი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საჭირო იყო ქართული თეატრის დაარსება და მუდმივი დასის შედგენა. მან გიორგი ერისათვი დანიშნა საგანგებო დავალებათა უმცროს მოხელედ და დაავალა ქართული თეატრისათვის მუდმივი დასის შედგენა", - წერად გაზეთი "კავკაზი" 1850 წელს.

    ამ ამბავთან დაკავშირებით იონა მეუნარგია წერდა: "მაგრამ სად უნდა ეპოვა მომავალი თეატრის დირექტორს ქართული სცენისთვის საჭირო აქტიორები და ნამეტნავად აქტრისები? მაშინ ჯერ კიდევ დაკეტილებში ისხდნენ ჩვენი ქალები და ვინ იქნებოდა ისეთი გულადი, რომელიც თავის ასულის მიცემას გაბედავდა თეატრში და მამა-პაპურ ლეჩაქს აქტრისის წოდებაზე გასცვლიდა?"

    გიორგი ერისთავის წამოწყებას მართლაც წინ აღუდგა კონსერვატიული თავადაზნაურობა - "ეგღა გვაკლია პამპულაობა შემოვიღოთო". მაგრამ პირველმა ქართველმა კომედიოგრაფმა მაინც შეძლო მიზნისთვის მიეღწია. სწორედ ხიდისთავიდან დაიწყო დასის ფორმირება. სათეატრო სკოლაც დააარსა და ქართველი მსახიობების მომზადებაც დაიწყო. 1851 წლის სეზონი ახალმა დასმა გახსნა, რომელშიც მამაკაცებს ქალი მსახიობებიც უმშვენებდნენ გვერდს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved