სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    05.06.2019

     თბილისი, რომელიც მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებელი, მისი ისტორიის მანძილზე ქალაქის გაფართოება და განაშენიანება მდინარის სანაპიროებს მიჰყვებოდა.

    როგორ შენდებოდა ქალაქი საუკუნის წინ, როგორ განვითარდა და რა საზღვრებში იყო მოქცეული, ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო ამბავს გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.

    პირველი ქუჩები აბანოთუბანში გაჩნდა, რომელიც არაგეგმიურად იყო დაპროექტებული. ერეკლეს დროინდელი დოკუმენტში "თბილისის გამწესება", ანუ ეკრელეს კანონში, ეწერა როგორი შენობები უნდა აშენებულიყო.

    ეს დოკუმენტი იმდენად ქმედითი ყოფილა, რომ მასში პირდაპირ ეწერა, თუ აივანი რაიმე სახით მეზობლის ტერიტორიაზე იქნებოდა გასული, ასეთი აივნის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო.

    მე-19 საუკუნის დასაწყისიდან თბილისი კავკასიის ცენტრად გამოცხადდა. აქ იყო მეფისნაცვლის რეზიდენცია. სოლოლაკში და მთაწმინდაზე აშენდა მეფისნაცვლის, ქართველ დიდებულთა, მმართველი ელიტის და მდიდარი ვაჭრების სახლები.

    თუცმა, არქიტექტორთა თქმით, ქალაქის მშენებლობის ისტორიის ახალი ეტაპის დასაწყისად, მაინც მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი მიიჩნევა, რადგან სწორედ ამ პერიოდში ქალაქის განვითარებას გეგმაზომიერი ხასიათი მიეცა, დაიწყო ახალი თბილისი აგება.

    თბილისის პირველი გენგეგმა

    1933 წელს შედგა თბილისის პირველი გენერალური გეგმა და პირველი რაც ამ გეგმაში იყო გათვალისწინებული, იყო სანაპიროების კეთილმოწყობა და სატრანსპორტო მაგისტრალებად გადაქცევა. 1933-1939 წლებში გაიყვანეს სამკილომეტრიანი მარჯვენა სანაპირო (ბარათაშვილისა და თამარ მეფის ხიდებს შორის).

    მისი მონაკვეთი ყოფილი ვორონცოვისა და ელბაქიძის ხიდებს შორის დამთავრდა 1935 წელს, ელბაქიძის ხიდიდან ფიზკულტურელთა პარკამდე; ხოლო ვორონცოვისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის 1939 წელს.

    მტკვრის კალაპოტში ჩასმას და სატრანსპორტო გზების გაყვანასთან ერთად მიმდინარეობდა მოსაზღვრე უბნების საფუძვლიანი რეკოსნტსრუქცია. ამოაშრეს მტკვრის მარჯვენა დაჭაობებული ტოტი და ყოფილი მადათოვის კუნძულზე გააშენეს პარკი, ხოლო სანაპირო მაგისტრალმა ე.წ. მშრალი ხიდის ქვეშ გაიარა.

    დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაიშალა ახლანდელ გმირთა მოედნის მიდამოებში. 1932-1935 წლებში აიგო ჩელუსკინელების ხიდი (ამჟამად თამარ მეფის ხიდი) და გაიჭრა ხიდსა და მოედანს შორის დამაკავშირებელი გზა საბურთალოს პალატოს სამხრეთ აღმოსვლეთ ნაწილში.

    ამის შემდეგ ვაკე-საბურთალოს მარცხენა სანაპიროს და რკინიგზის სადგურს უმოკლესი გზით დაუკავშირდა. 1934 წლის გენგეგმაში ასევე გათვალისწინებული იყო თბილისის წყალსაცავის შექმნა.

    ვარაზის ხევი

    ვარაზის ხევი, ყველაზე დიდი ხევი, მე-20 საუკკუნის 40-იან წლებში იქნა ამოვსებული, დღევანდელი მელიქშვილის და ილია ჭავჭავაძის გამზირი ვარაზის ხევზე გადებული ხიდით იყო დაკავშირებული. ვარაზის ხევის ზედა ნაწილის ამოვსების შედეგად განდა კეკელიძის ქუჩა.

    ვაკე-საბურთალოს დაკავშირება

    მე-11-13 საუკუნეებში საბურთალო ქალაქისპირა უბანი იყო, რომელიც მე-18 საუკუნეში ვერეს ფარგლებში შევიდა. 1917 წელს კი ქალაქის ნაწილი გახდა. 20-ინა წლებში შემოუერთდა სოფელი დელისი, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის 1745 წლის "პეტერბრგულ ატლასშია" დატანებული.

    დღევანდელი პეკინის და ყაზბეგის გამზირების და მისი მიმდებარე ქუჩების განაშენიანება დაიწყო 20-იან წლებში; განაშენიანების ერთიანი გეგმის თანახმად, გაიყვანეს გზა და ვაკე საბურთალოს დელისის მხრიდან დაუკავშირდა.

    გამწვანება

    ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობობდა ქალაქის გამწვანებას. გამწვანების სამუშაოები დაიწყო მთაწმინდის პლატოზე. ფუნიკულიორის ზედა სადგურის ახალმა შენობამ თბილისს სხვა ხედი შესძინა. სოლოლაკის ქედის თხემზე ახალი ხეივანი გაშენდა, რომელიც ბოტანიკურ ბაღთან ერთად ქალაქის ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად და დასასვენებელ ადგილად იქცა.

    ტრანსპორტი

    სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით, ჩატარდა ქუჩებისა და მოედნების რეკონსტრუქცია. მაგისტრალურ ქუჩებზე ტრამვაი თანდათან შეცვალა ტროლეიბუსმა და ავტობუსმა.

    მოკლედ როგორც არიტექტორები ამბობენ, იმ პერიოდში თბილისი ერთ უზარმაზარ საამშენებლო მოედანს წარმადგენდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×