ელზა პაპოშვილი
04.03.2020

სასტიკი მკვლელობის მორიგი სერია-საქართველოში ერთი თვის განმავლობაში ოჯახის წევრის  მოკვლის უკვე მე-5 შემთხვევა 2 მარტს თბილისში გეთიას ქუჩაზე მოხდა. 29 წლის მამაკაცმა დედის დღის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, დედა  ჯერ დანით  მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედრის დაწვა ეზოში სცადა. თუმცა მეზობლებმა ხანძრის კერების გაჩენის შემდეგ ადგილზე სახანძრო  და პოლიცია გამოიძახეს. თავდაპირველად მამაკაცი სამართალდამცველებმა ადგილზე წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. თუმცა დაკითხვის შემდეგ პოლიციას ეჭვი გაუჩნდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. 

უკან სახლში დაბრუნდნენ და ეზოში ხალიჩაში გახვეული ნახევრად დამწვარი 62 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. „რეზონანსი“ ამ საზარელი მკვლელობის დეტალების გასარკვევად მეზობლებს ესაუბრა. მათი მონაყოლიდან ცნობილი ხდება, რომ დედა-შვილი მხატვრები იყვნენ, თუმცა ოჯახი სოციალურად დაუცვეელი იყო და თავს სახელმწიფოს  შემწეობით ირჩენდა.  

თუმცა დედა დროდადრო რესტორნებში დადიოდა და იქ ხატავდა. რესტორნის მეპატრონეები კი საკვებს ატანდნენ. მათივე ინფფორმაციით, დედაც და შვილიც ალკოჰოლ დამოკიდებულები იყვნენ და ხშირად ჩხუბობდნენ. ბრალდებულის შესახებ კი მათ ძირითადად არაფერი იციან, რადგანაც ის მეზობლებთან საერთოდ არ კონტაქტობდა და გარეთაც იშვიათად გამოდიოდა. ერთ-ერთი მეზობელი იმასაც გვიყვება, რომ 29 წლის მამაკაცი ვიდეოთამაშებით და საშინელებათა ფილმების ყურებით იყო გატაცებული. მას წყნარ, მაგრამ საკმაოდ დეპრესიულ ადამიანად ახასიათებენ. 

„ორივე შემთხვევის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდარს წინ დედა-შვილს შორის კონფლიქტი უძღოდა, რის შემდეგაც 29 წლის მამაკაცმა ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 

სამართალდამცველებმა, რომლებსაც ეგონათ, რომ ცეცხლი ნარჩენებს ეკიდა, მამაკაცს კოცონის ჩაქრობა მოსთხოვეს.  არ დაემორჩილა, რის შემდეგაც ის  პოლიციამ  ადმინისტრაციული წესით დააკავა. თუმცა დაკითხვის შემდეგ  დაეჭვდნენ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. დაკავების დროსაც არაადეკვატურად იქცეოდა. ილანძღებოდა და ამბობდა, რომ საკუთარ სახლში ნაგავი ვეღარ დაუწვია. მერე მეზობლებმაც დედა რომ მოვიკითხეთ და პოლიციას ვუთხარით, მათაც ეჭვი გაუჩნდათ. სახლში დაბრუნდნენ და ქალი ნახევრად დამწვარი ხალიჩაში გახეული იპოვეს. ამ ბიჭს სამეზობლო თითქმის არ ვიცნობთ. გარეთ არასდროს გამოდიოდა. მუდმივად სახლში იყო და დედა ინახავდა. ეს საცოდავი ქალი კი კარგად ხატავდა. ასე რესტორნებში დადიოდა და იქ ხატავდა. ხან ფულს აძლევდნენ და ხანაც საჭმელს. ორივე მაგრად სვამდნენ. მერე კიდევ ჩხუბობდნენ. ბიჭი, როგორც ბომჟი ისე ცხოვრობდა“, - აცხადებს „რეზონანსთან“, მეზობელი ნათელა მამულაშვილი. 

კიდევ ერთი მეზობელი  ავთანდილ მაისურაძე „რეზონანსთან“ ყვება, რომ მათი სახლიდან ჩხუბის ხმა ხშირად გაუგონია. ბიჭი დედას დალევას უშლიდა და ამაზე მუდმივად კამათობდნენ. მეზობელი ამბობს, რომ ქალი მშრალ ხიდზე ხშირად დადიოდა და იქ ხატავდა. 2-3 ლარს თუ მისცემდნენ და იმითაც ალკოჰოლს ყიდულობდა. ასევე სოცილური დახმარებაც ჰქონდათ და უფასო სასადილოდან საკვებასც იღებდნენ. 

„ხმაურმა გაგვაღვიძა, მერე დავინახეთ, რომ ეზოში ცეცხლი ენთო. შეგვეშინდა, რადგანაც ცეცხლის კერები მეზობლებისკენ გადმოდიოდა.  სახანძრო გამოვიძახეთ, რომელსაც პოლიციაც მოჰყვა. მათ უთხრეს, რომ ცეცხლი ჩაექრო, მაგრამ ამან წინააღმდეგობა გაუწიათ და გინება დაუწყოთ. არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. გვეგონა, რომ ალბათ დედა სადმე იყო წასული. რომ კითხეს სადააო, არ ვიციო ამბობდა. ამაზე პოლიცია დაეჭვდა და სახლის ჩხრეკვა დაიწყეს. ნაგავში ხალიჩაში იყო გახვეული. უკნიდან ზურგში დანა რამდენჯერმე ჰქონდა ჩარტყმული. ეს ბიჭი ვიდეო თამაშებს თამაშობდა და მთელი ღამე საშინელებათა ფილებს უყურებდა. მოკლედ არ მგონია, რომ ფსიქიკურად ნორმალური იყოს,“ – ამბობს  მეზობელი ავთანდილ მაისურაძე.  

უმძიმეს საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.   

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×