ია აბულაშვილი
12.08.2021

ცნობილი ქართველი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ფიქრობს, რომ ემოციური მხატვრული ფილმის გადასაღებად, როგორიც უნდა იყოს ფილმი დავით აღმაშენებელსა და დიდგორის ბრძოლაზე, 20 ათასი ლარი მცირე თანხაა. თუმცა დარწმუნებულია, რომ ისტორიული ფილმის გადაღებას ბევრი ახალგაზრდა რეჟისორი მოისურვებს.

კულტურის სამინისტრო დავით აღმაშენებელსა და დიდგორის ბრძოლაზე ფილმის გადაღებას გეგმავს. ფილმის გადამღები კომპანიის შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადდა. სამინისტრო ფილმის გადსაღებად 20 ათას ლარს გამოყოფს.

„ძალიან კარგია, რომ ისტორიულ თემატიკაზე ფილმს იღებენ, მაგრამ 20 ათასი ლარი ემოციური მხატვრული ფილმისთვის ძალიან ცოტაა. ვფიქრობ, ახალგაზრდა რეჟისორები მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში, გადიღონ ისტორიული ფილმი. როცა წინასწარ იცი რა თანხა გაქვს ფილმის გადასაღებად, შეიძლება მოიძებნოს ფორმა, თუ როგორ ჩაეტიო ამ თანხაში...

„როგორ გააკეთო ფილმი? მე როცა ფილმ „გზას“ ვიღებდი, ძალიან დიდი ეპიზოდი იყო დიდგორის ბრძოლა. მაშინ ამ ადგილას არც მემორიალი იდგა, იყო მხოლოდ ბროცვი. წავიყვანე ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწე ირაკლი ჯორჯაძე და მან ადგილზე ძალიან საინტერესო ამბები მოყვა. მეც ძალიან დიდხანს ვიმუშავე მასალაზე, დიდი მასალაა.  

„რეჟისორი, რომელიც გადაწყვეტს ასეთი დიდი თემატიკის ფილმის გადაღებას, მასალას საფუძვლიანად უნდა გაეცნოს.  წინააღმდეგობები შველის ხოლმე შემოქმედებას. საბჭოთა პერიოდში, როცა ბევრი წინააღმდეგობა იყო, ბევრი შედევრიც შეიქმნა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მერაბ კოკოჩაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×