სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    10.11.2019

     „ქართული ანსამბლი „სუხიშვილები“ არის საფუძველთ საფუძველი ქართული კულტურის. მისი დარსებიდან დღემდე ქართული კულტურის, ქართული ბუნებისა და მენტალიტეტის გამტარებელი მთელს მსოფლიოში, თუ ეს ვინმეს არ ესმის, თავის თავს დააბრალოს“, - ასე ეხმაურება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი შვედურ-ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის ლევან აკინის განცხადებას, რომ ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო სუხიშვილს ჰომოფობიური განცხადებების გამო გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსი ჩამოერთვა.

    ლევან აკინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღებას სუხიშვილების ბაზაზე გეგმავდა, რაზედაც ნინო სუხიშვილისგან უარი მიიღო. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებით, მას არანაირი ჰომოფობიური პოზიცია არ ჰქონია, რეჟისორს აუხსნა, რომ სიუჟეტი არაბუნებრივი ეჩვენება, რადგან ქართულ ცეკვაში განსაკუთრებული როლი აქვს ქალის და მამაკაცის ურთიერთობას. ცნობისთვის, ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი 2017 წელს გახდა.

    „ფილმი არ მინახავს და ამიტომ ვერც შევაფასებს. ეს არის ფილმის ავტორის ხედვა და ასევე მისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, საზოგადოება კი თავად შეაფასებს. ამიტომ არ მინდა ფილმის და „სუხიშვილების“ ერთმანეთთან დაკავშირება და არც ამ საკითხში პოლიტიკური ელემენტები შემოვიდეს. 

    „მე მხოლოდ ჩემი პოზიცია მინდა გამოვთქვა ანსამბლ „სუხიშვილების“ მიმართ, რომელიც საფუძველთ საფუძველია ქართული კულტურის და დაარსებიდან დღემდე ქართული კულტურის, ქართული ბუნებისა და მენტალიტეტის გამტარებელი მთელს მსოფლიოში. თუ ეს ვინმეს არ ესმის, თავის თავს დააბრალოს. ნინო სუხიშვილს, როგორც ნებისმიერ ხელოვანს, სრული უფლება აქვს მიიღო ის გადაწვეტილება, რასაც თავის ეროვნულ შეგნებად თვლის“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მერაბ კოკოჩაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მე   (10.11.2019)
    ბატონო კოკოჩაშვილო თუ მასე გიყვართ ჭეშმარიტი ქართული გენი და პატივს სცემთ წინაპრების დანატოვარს მაშინ ამ ყოველივე სიბილწეს უკან წულუკიანია ამოფარებული თავისი გარყვნილების გამავრცელებელი კანონებით და ამაზე რატომაა ხმას რომ არ იღებთ


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×