ლანა ბერიძე
2010 წლის 15 ივლისს სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და შპს "ქეი 1"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის, "პირველი კავკასიურის" ფუნქციობისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 13 919 490 ლარი გამოიყო და "პირველი კავკასიური" სამართავად შპს "ქეი 1"-ს გადაეცა.
|
ლანა ბერიძე
ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოში რიგით მე-4 სარჩელი ჟურნალ "ლიბერალის" წინააღმდეგ შევიდა. კერძოდ "ლიბერალს" ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსი-ტეტის პირველი 1 კურსის სტუდენტი თორნიკე თევზაძე უჩივის. საქმე ეხება "ლიბერალის" 2010 წლის 30 მაისის ნომერში დაბეჭდილ სტატიას, რომელიც სოზარ სუბარს ეკუთვნოდა. ქარტიის საბჭო საჩივრის დასაშვებობის საკითხს ოთხშაბათს გახდის საჯაროს. როგორც "რეზონანსს" ეთიკის საბჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძემ განუცხადა, სავარაუდოდ, საჩივარს წარმოებაში მიიღებენ.
|
ლანა ბერიძე
27 ივლისს საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ფარგლებში, რომელიც ევრაზიის ფონდის დახმარებით ფუნქციონირებს, ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება იყო, კერძოდ, იმ ხარვეზების, რომლებიც საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს ყველაზე მეტად უშლის ხელს ეფექტურად მუშაობაში და რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად. შეხვედრაზე 8 ასეთი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რომელთა შესაცვლელადაც სექტემბრიდან საიას იურისტები იმუშავებენ.
|
ლანა ბერიძე
 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას გაზეთები "ალია" და "ასავალ-დასავალი" "ათასგვარ სიბინძურეს" შეადარა. შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტი მედიას უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. აღნიშნული გაზეთის წარმომადგენლები პრეზიდენტის ამ განცხადებას სავარაუდოდ საკუთარი გაზეთებიდან უპასუხებენ. საიას იურისტის განცხდებით კი, ამ განცხადების გამო ორივე გაზეთს შეუძლია პრეზიდენტს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის და ასევე თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მუხლით უჩივლოს სასამართლოში.
|
ლანა ბერიძე
დღეს 27 ივლისს 12 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული შეხვედრის მიზანია იმ საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს ყველაზე მეტად უშლის ხელს ეფექტურ საქმიანობაში და რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად. შეხვედრა ევრაზიის ფონდის დახმარებით, საიაში არსებულ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება, რომელსაც 40-მდე მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება.
|
ლანა ბერიძე
 გუშინ ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა. პროცესზე 6 მოწმე დაიკითხა, მომდევნო განხილვა კი დღეს 2 საათზე და 23 ივლისს 11 საათზე მოხდება.
|
ლანა ბერიძე
ეთიკის საბჭოს სამმა წევრმა გაზეთ "თავისუფალი სიტყვის" რედაქტორის ელისო ჯანაშიას საჩივარი წარმოებაში მიიღო. კერძოდ, ჯანაშია რეგიონალური ტელევიზიის "მეცხრე ტალღის" სამ ჟურნალისტს უჩივის. საჩივრის დასაშვებობა ამჯერად საბჭოს სამმა წევრმა - ირაკლი აბსანძემ, მერაბ მერკვილაძემ და ლიკა ჩახუნაშვილმა განიხილეს და მიიჩნიეს, რომ საჩივარი საფუძვლიანია და განხილვას ექვემდებარება.
|
გიორგი ფუტკარაძე
საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის, "პირველი კავკასიურის" ფუნქციობისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 7 მილიონი ლარი გამოიყო და სამართავად შპს "ქეი 1"-ს გადაეცა. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღება ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოხდა, მათ პრაქტიკულად დროც კი არ მიეცათ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება გაეანალიზებინათ, შესაბამისად, მათთვისაც და საზოგადოებისთვისაც პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები, იქმნება თუ არა დამატებითი ბნელი ფინანსური ხვრელი? რამდენად მიზანშეწონილია ეს გადაწყვეტილება მთლიანად ქვეყნის იმიჯისთვის? გავრცელდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტები ახალ არხზე და ა.შ
|
გიორგი ფუტკარაძე
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით 17-18 ივლისს ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალებიდან მიწვეული ჟურნალისტები დაესწრნენ.
|
ლანა ბერიძე
რეგიონალური გაზეთ "თავისუფალი სიტყვის" რედაქტორი ეთიკის საბჭოში ასევე რეგიონალური ტელევიზიის "მეცხრე ტალღის" სამ ჟურნალისტს უჩივის. კერძოდ, ელისო ჯანაშია ჟურნალისტებს: ლანა სალაყაიას, სოფო ჭულუხაძეხს და ამავე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროს, თეა აბსარიძეს ეთიკის ქარტიის 4 პუნქტის დარღვევაში ადანაშუალებს, კერძოდ, 1, 2, 3 და მე-11 მუხლების დარღევაში სდებს ბრალს.
|
ლანა ბერიძე
 ტელეკომპანია "მაესტრო" ჟურნალისტებმა ნინო ჟიჟილაშვილმა და ნათია გამცემლიძემ დატოვეს. არხიდან წასვლის მიზეზი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობა გახდა. კერძოდ, "მაესტროს" გენდირექტორმა კახა ბექაურმა გადაცემა "პოლიტმეტრის" წამყვან ნინო ჟიჟილაშვილს საავტორო გადაცემაში ჩანაწერის გაშვებაზე უარი უთხრა, რაც, ჟიჟილაშვილის აზრით, მის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას ნიშნავს. საქმე ეხება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიგა ბოკერიასთან ინტერვიუს ჩაწერას, რაზეც ბექაურმა უარი განაცხადა.
|
ლანა ბერიძე
12 ივლისს სასტუმრო "ამბასადორში" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებისა და ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. კერძოდ, შეხვედრა მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან - კასტრიოტ ისლამთან და მაიკლ იენსენთან შედგა. მედიის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს მომხსენებლებს ტელევიზიასა და პრესაში არსებული პრობლემები გააცნეს.
|
| | |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|