სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    06.09.2017

     ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საკუთარი ქმედებებით ომს ითხოვს - ასეთია მსოფლიო ლიდერების შეფასება, კიმ ჯონგ უნის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით. მათივე მოსაზრებით, ჩრდილოეთ კორეამ შეიძლება შეიმუშაოს ისეთი იარაღი, რომელსაც ევროპული ქვეყნების ტერიტორიებზე მიღწევაც შეუძლია.

    საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, კორეის კრიზისი სერიოზული კონფლიქტის მასშტაბებს იძენს და ევროპა რისკავს, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებს.

    ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება.მისივე თქმით, კიმ ჯონგ უნის ბოლო პროვოკაციული ქმედებები საერთაშორისო საზოგადოების განზრახვას ამყარებს, რომ წინ აღუდგეს ჩრდილოეთ კორეის აკრძალულ საქმიანობას.

    გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მოუწოდა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ყველაზე მკაცრი ზომები მიიღოს.

    "უშიშროების საბჭოში ნახევრად ზომების მიღების დრო დასრულდა. დროა ჩვენი ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ვიდრე გვიანი არ იქნება. ახლა საჭიროა მივიღოთ ყველაზე მკაცრი ზომები", - განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა და აღნიშნა, რომ ბირთვულმა სახელმწიფოებმა თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ.

    "კიმ ჯონგ უნი აჩვენებს, რომ მას არ ესმის ის პასუხისმგებლობა, თუ როგორ იყენებს ის ბოროტად რაკეტებს, თუ როგორ იმუქრება ბირთვული იარაღით, გვიჩვენებს, რომ ის ომს ითხოვს", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ და დასძინა რომ აშშ არ ეძებს ომს, თუმცა, ვაშინგტონის მოთმინება უსაზღვრო არ არის და მოკავშირეების ტერიტორიებს აუცილებლად დაიცავს.

    ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ მიუხედავად ჩრდილოეთ კორეის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონისა, მას გააჩნია იმის პოტენციალი, რომ შექმნას რაკეტა, რომელიც ევროპამდე მიაღწევს.

    "ჩრდილეთ კორეის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით, 30% თავადაცვაზე მოდი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. იმ ფონზე, რომ ამ ქვეყნაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებია, ჩრდილეოთ კორეა თავდაცვაზე ხარჯავს ბიუჯიტეს თითქმის ნახევარს.

    "ამასთან, საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2003 წელს ის გამოვიდა საერთაშორისო კონვენციიდან, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას ეხებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩდილოეთ კორეის მიზანი ბირთვული იარაღის შექმნა იყო.

    "შესაბამისად, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა, სამხედრო დანახარჯები, მეტყველებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეას გააჩნია საიმისო პოტენციალი, რომ შექმნას რაკეტა, რომელიც მიაღწევს ევროპამდე. თუმცა, მისი სამხედრო პოტენციალი გაცილებით ჩამორჩება აშშ-ის და ბირთვული სახელმწიფოებისას", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე და აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა უფრო მეტად ძალის დემონსტრირებას ახდენს.

    "საერთო ჯამში, მისი აგრესიული ქმედებების შეჩერება შესაძლებელია და არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ს მხრიდან სარაკეტო დარტყმა განხორციელდეს.

    "კორეის ნახევარკუნძულზე სახმელეთო ოპერაციები გამორიცხულია, რადგან მას შეუძლია მილიონზე მეტი რეზერვისტის გამოყვანა, ამიტომ აშშ-ისთვის წამგებიანი იქნება ეს ომი.

    "ამიტომ, ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახორციელება უფრო მოსალოდნელია. ამასთან აღსანიშნავია, რომ შესაბამისი რაკეტსაწინააღდმეგო სისტემები განთავსებულია, იაპონიასა და სამხერთ კორაში, ამიტომ, საერთო ჯამში, ჩრდილეოთ კორეას ყოველგვარი მიზნები საბოლოოდ მაინც მარცხისთვის იქნება განწირული.

    "იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ვხედავთ, ტრამპის ადმინისტრაცია გაცილებით უფრო ხისტი მიდგომებით გამოირჩევა, ვიდრე ობამასი", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter