სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    03.07.2018

     უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას" ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ ის ბრიუსელის სამიტზე ნატოს რეზოლუციას დაბლოკავს, რომელიც საქართველოსა და უკრაინის საკითხებს ეხება.

    ქართველი ექსპერტების თქმით, ორბანის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ორბანის მეგობრული დამოკიდებულება ცნობილია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და გასაკვირი და სენსაციური ორბანის წერილში არაფერია.

    უკრაინისათან დაკავშირებით რეზოლუციის დაბლოკვის მიზეზად, გამოცემების თქმით, იქცა ბუდაპეშტსა და კიევს შორის უთანხმოება, რომელიც უკრაინაში უნგრელი უმცირესობის ენის საკითხს ეხება.

    უნგრეთი უკრაინისგან მოითხოვს განათლების კანონში ენის სტატუსის ნაწილის გაუქმებას და უნგრული თემებით დასახლებულ რაიონებში მოსწავლეებისთვის სკოლებში უნგრულ ენაზე განათლების მიღების საშუალების მიცემას.

    თავდაპირველად ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინისა და უნგრეთის მინისტრებმა შეთანხმებას მიაღწიეს. 22 ივნისს უნგრეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ბუდაპეშტი უკრაინის სამიტში მონაწილეობის წინააღმდეგ წასვლას არ გეგმავდა. მინისტრების შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, უნგრეთმა გადაწვეტილება შეცვალა, ამბობს უკრაინული გამოცემა.

    გამოცემის ინფორმაციით, წერილში საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი ორბანი ალიანსის შემოთავაზების წინააღმდეგ მისცემს საკუთარ ხმას, რომელიც მოლაპარაკებული იქნა უკრაინის და საქართველოს ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

    რაც შეეხება საქართველოს, დადასტურებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნგრეთი ნატოს სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის დაბლოკვას აპირებს არ არსებობს. ნატოში საქართველოს წარმომადგენლობის პრესსამსახური "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ნაწილზე მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

    ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესის დეპარტამენტის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

    "უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა უნგრეთის მხრიდან, მათ შორის მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრების დროს, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. რაც შეეხება უკრაინულ მედიაში ნატოს სამიტთან დაკავშირებით თითქოს უნგრეთის პრემიერის განცხადებას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" მარი ნარჩემაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

    პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ორბანის ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ არის გასაკვირი, რადგან ყველასთვის ცნობილია ორბანის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ:

    „რახან დასტური არ არსებობს, ძნელი იქნება რამის თქმა, მაგრამ თუ გადაწყვიტა გასაკვირი არ იქნება, რადგან ცნობილია ორბანის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და ის ანგარიშვალდებულება (ანგარიშის გაწევა), რაც ახასიათებს რუსეთთან ურთიერთობას. ამიტომ ორბანის მხრიდან ასეთი მანევრები გასაკვირი არ არის." - აცხადებს საყვარელიძე.

    მისივე თქმით, ორბანის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის დაბლოკვა შესაძლოა ყოველ მიზეზგარეშე მოხდეს:

    „სულ არ არის საჭირო რაიმე მიზეზების დასახელება იყოს რეალური. დავუშვათ, მას შეუძლია დაასახელოს მიზეზად საქართველოში პოლიტიკური დევნა ოპონენტების წინააღმდეგ, ორბანს ჰქონდა ეგ პრეტენზია თავის დროზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ უნგრეთი ეს არის ქვეყანა,სადაც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა იპოვეს თავშესაფარი." - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

    პოლიტიკური ექსპერტის სოსო ცინცაძის თქმით, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ორბანი არის პუტინის ახლო მეგობარი. მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას ისევე, როგორც ყოველთვის შეაქებენ წინსვლისთვის, მაგრამ ნატოს წევრად არ მიიღებენ:

    „უკრაინას და საქართველოს ნატოში მოხვედრის შანსი ახლო მომავალში არ აქვს. შესაბამისად, თუ ორბანი ამას ამბობს, მაშინ რას იტყვის და გააკეთებს გერმანია, იტალია და თუნდაც ის „ახალგამომცხვარი" ჩერნოგორია?

    „დაწერენ იქ საბოლოო დოკუმენტში, რომ საქართველოს დიდი პროგრესი აქვს, საქართველოს კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ქართველები ყველგან იბრძვიან: ცენტრალურ აფრიკაში, მარსზე, იუპიტერზე და ვენერაზე, შესაბამისად, მათთვის ნატოს კარი ღიაა. ეგრე ნატოს წესდების მიხედვით ნატოს კარი მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის ღიაა ამიტომ ეს სენსაცია ნამდვილად არ არის და მოსალოდნელიც იყო." - აცხადებს ცინცაძე.

    ექსპერტის თქმით, იქამდე სანამ საქართველო და უკრაინა „ერთ ბმაში" მოიაზრება ნატოსთვის, საქართველოს წევრობის შანსი არ აქვს, რადგან რუსეთი ამას არ დაუშვებს:

    „ქართული დიპლომატიის სრტატეგიული შეცდომა იყო ის, რომ თავის დროზე მათ დაუშვეს საქართველოსა და უკრაინის ერთ „პაკეტში" მოხვედრა ნატოსთან კავშირში.

    „თუნდაც მოხდეს რაიმე უცნაური და პუტინმა თქვას, რომ საქართველო-ჯანდაბას მაგათი თავი და შეგვეშვას, ამას არასოდეს არ გააკეთებს უკრაინასთან მიმართებით. 10-20 ომს დაიწყებს, ოველდღე იომებს, მაგრამ უკრაინას ნატოში შესვის საშუალებას არ მისცემს. გარდა ამისა, უკრაინა დღეს ჩამხრჩვალია კორუფციასა და ნეპოტიზმში და ყველაზე არადემოკრატიული ქვეყანაა, შესაბამისად, მას არავინ არ მიიღებს ნატოში.

    „უნგრეთის პრემიერი მიერ გაგზავნილი წერილი გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან ორბანი და პუტინი მეგობრები არიან და მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved