სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    26.02.2019

     უკრაინაში 31 მარტს მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებმდე 1,5 თვით ადრე კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ისევ კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს, მას მოჰყვებიან პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო. დანარჩენი კანდიდატების რეიტინგი კი 10%-ის ფარგლებში მერყეობს.

    კვლევა ტარდებოდა 2019 წლის 8-20 თებერვალს მთელი უკრაინის მასშტაბით (ოკუპირებული ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის იმ ნაწილების გარდა, რომელსაც უკრაინა არ აკონტროლებს) შეადგინა.

    გამოკითხვის თანახმად, ვლადიმირ ზელენსკის 26.4% უჭერს მხარს, მეორე ადგილს იკავებს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პერტო პოროშენკო, რომელსაც გამოკითხულთა 18% ემხრობა, ხოლო 13.8%-ით მესამე ადგილს იკავებს იულია ტიმოშენკო.

    მოწინავე პოზიციაზე მყოფების გარდა, წინასწარ გამოკითხვების საფუძველზე, არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატების მხარდამჭერთა ხმები ასე გადანაწილდა: იური ბოიკო - 10.9%, ანატოლი გრიცენკო - 6.4%, ოლეგ ლიაშკო - 6.3%, ალექსანდრა ვილკული - 3.1%, იგორ სმეშკო - 2.9%, იური ტიმოშენკო - 2.7%, ანდრეი სადოვი - 2.4%. დანარჩენ კანდიდატებს კი გამოკითხულთა 2%-მდე ხმა ერგო.

    კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდენტურ პროგნოზს აკეთებს ალექსანდრე რაზუმკოვის სახელობის უკრაინის არასამთავრობო სოციალურ-პოლიტიკური ანალიტიკური ცენტრი, რომლის მონაცემებით 31 მარტს ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლის ყველაზე დიდი შანსი სწორედ ზელენსკის, პოროშენკოსა და ტიმოშენკოს აქვთ.

    იგივე სამეული, იგივე რიგითობით, თითქმის ყველა სხვა გამოკითხვაშიც სახელდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×