სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რუსეთში დაბლოკეს საიტი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი სიმღერის განთავსებისთვის
    ეკატერინე ბასილაია
    03.05.2019

     რუსეთში დაბლოკეს მუსიკალური საიტი Last.fm ჩეჩნეთის მეორე ომისადმი მიძღვნილი სიმღერის განთავსების გამო.

    „როსკომანდზორმა" (რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) 2 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინტერნეტ საიტზე განთავსებული იყო რუსეთის ფედერაციაში აკრძალული და 2015 წელს „ექსტრემისტულად" მიჩნეული სიმღერა და საიტზე წვდომა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბლოკა.

    „აკრძალული მასალების" რეესტრში, რომელიც დაბლოკილი ინტერნეტ რესურსების მონიტორინგს ახორციელებს, ნათქვამია, რომ „როსკომანდზორის" რეესტრში აღნიშნული საიტი 17 აპრილს დაფიქსირდა თემურ მუცურაევის სიმღერის გამო, სახელწოდებით „სამოთხე ხანჯლების ჩრდილის ქვეშ". ეს სიმღერა დაწერილია 1997 წელს. ის ჩეჩნეთის მეორე ომს და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას ეძღვნება.

    „მუცურაევის ეს სიმღერა ქალაქ ტიუმენის რაიონულმა სასამართლომ ექსტრემისტულად გამოაცხადა 2015 წელის აპრილში", - აღნიშნავს ტელეარხი „დოჟდი".

    „როსკომანდზორმა" Last.fm მანამდეც დაბლოკა. მუსიკალური სერვერი „აკრძალული მასალების" რეესტრში 2015 წელს მოხვდა ერთ-ერთი როკ-ჯგუფის სიმღერის „მოკალი ფარაონის" (პოლიციელის) გამო და იმ დროს გარკვეული დროით დაიბლოკა. საიტი ასევე შესულია იუსტიციის სამინისტროს მიერ ექსტრემისტული მასალების ჩამონათვალშიც.

    თემურ მუცურაევი არის ჩეჩენი ბარდი და მისი ძალიან ბევრი სიმღერა ჩეჩნეთისა და ისლამის სამხედრო კონფლიქტებს ეძღვნება. რუსეთის „ექსტრემისტული მასალების" რეესტრში მუცურაევის სხვა სიმღერებიცაა შესული. კერძოდ - „გამაგრდი, რუსეთო, ჩვენ მოვდივართ", „იერუსალიმი", „ოპოზიციონერი", „ადექი, ჩეჩნეთო, ლაშქრობაზე წასვლის დროა" და ასე შედეგ.

    მუცურაევი მხარს უჭერს ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა იჩქერიის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.

    როგორც „მედუზა" წერს, მუცურაევის სიმღერები, რომლებსაც ჩეჩენი მებრძოლები და დამოუკიდებლობის მხარდამჭერები უსმენდნენ, „ჩეჩნეთის ომისდროინდელ ერთ-ერთ მთავარ კულტურულ ფენომენად რჩება".

    საგულისხმოა, რომ რუსეთში მარტის ბოლოდ ახალი კანონი მიიღეს და მედიაში საბჭოთა დროინდელი ცენზურა დაბრუნდა. „ექსტრემისტული მასალების" გარდა ახალი კანონით აქტიურად ებრძვიან ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო მასალების და ფოტების ინტერნეტსა და მედიაში გამოქვეყნებას.

    ამ ახალი კანონის მსხვერპლი რამდენიმე საიტი უკვე გახდა. აპრილის დასაწყისში იაროსლავის რამდენიმე მედია იძულებული გახდა წაეშალა ამბები და ფოტოები შს სამინისტროს რეგიონალური დეპარტამენტის კედლებზე არსებული გრაფიტების შესახებ, სადაც გამოსახული იყო თვითმკვლელობა და გრაფიტის ავტორად მიწერილი იყო - პუტინი, ამიტომაც ეს ფოტოები რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფად ჩაითვალა. გამოცემებმა ინფორმაცია „როსკომნადზორის" მითითებით წაშალეს.

    იაროსლავის ორმა გამოცემამ, 76.ru და „იარკუბმა", არ წაშალეს ეს პუბლიკაციები, რის შემდეგაც ორივე საიტი დაიბლოკა. დაბლოკვის მიზეზი იყო გრაფიტი, სადაც აღწერდნენ თვითმკვლელობის ჩადენის მეთოდს და ავტორად მიწერილი იყო პუტინი. ვებგვერდი 2 კვირაში აღდგა და ამბავი საიტიდან წაშლილია. ამასთან, მათ გაფრთხილება მიეცათ, რომ თუ მსგავსი რამ ისევ განმეორდება, საიტები სამუდამოდ დაიბლოკება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×