სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    04.07.2019

     როგორც ჩანს, თურქეთი ვერანაირად ვერ გაექცევა ამერიკისგან სანქციების დაწესებას მის მიერ რუსული ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემების, ეს-400-ის ყიდვის გამო.

    მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა და ამერიკის სხვა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გააფრთილეს პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდორანი, რომ უარი ეთქვა რუსეთიდან რაკეტების ყიდვაზე, რაც თავისთავად უცნაურია იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში თურქეთი უკვე დიდი ხანია ამერიკის მთავარი მოკავშირე და ნატო-ს საკვანძო წევრი ქევყანაა.

    ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ეს-400-სთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე თითქმის დასრულებულია და რამდენიმე დღეში ეს რაკეტები, რომლებიც საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად საკმაოდ ეფექტურია, მათ შორის თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ, თურქეთში ჩავა.

    რა სანქციებს დაუწესებს ამერიკა თურქეთს, ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ანკარა ვერ მიიღებს მეხუთე თაობის უახლეს ავიაგამანადგურებელ ეფ-35-ს. ამავე დროს პრეზიდენტი ერდოღანი თავის საჯარო გამოსვლებში ამბობს, რომ არავითარი სანქციები არ იქნება.

    მიუხედავად ამისა, სხვადასხვა წყაროებით ცნობილი ხდება, რომ მზადდება არამარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სანქციებიც.

    უკვე შეფასებულია ის დაახლოებითი ზარალიც, რასაც თურქეთის ეკონომიკა ამ სანქციებიდან მიიღებს - 2.5 მილიარდი დოლარი. ამ კუთხით, ბევრი ანალიტიკოსისთვის სრულიად გაუგებარია რატომ ჯიუტობს პრეზიდენტი ერდოღანი, მითუმეტეს, რომ ამ რაკეტების შეძენას წმინდა თავდაცვის კუთხით, რაიმე პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუ გამოვაკლებთ პოლიტიკურ ელემენტს.

    ამავე დროს 2.5 მილიარდიანი ზარალი, ისედაც დასუსტებული თურქეთის ეკონომიკისთვის, საკმაოდ ძნელად მოსანელებელი იქნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved