სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    01.12.2019

     სტრასბურგში „სელფის" გამო დაკავებული ჩეჩნეთის ორი მოქალაქე ქალაქის პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. სტრასბურგის პოლიციის ეჭვით, აბუბაქარ იუნუსოვმა და ალი ბაშაევმა ფოტოს გადაღების მომენტში გამოიყენეს ჟესტი, რომელიც მათ სავარაუდო ტერორისტობაზე მიუთითებს. თავად ეჭვმიტანილი იუნუსოვი აცხადებს, რომ ფოტოს გადაღებისას გაკეთებულ ჟესტში არაფერი განსაკუთრებული არ იყო.

    27 ნოემბერს, სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე ჩეჩნეთის ორმა მოქალაქემ გადაიღო ფოტოსურათი, რა დროსაც საჩვენებელი თითები მაღლა მიმართეს. სტრასბურგის პოლიციამ აღნიშნული ჟესტი საეჭვოდ მიიჩნიეს და ორივე მათგანი დააკავეს. მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ორი დღის შემდეგ, 29 ნოემბერს გახდა ცნობილი.

    30 ნოემბერს აბუბაქარ იუნუსოვმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე" გამოქავეყნა პოსტი, სადაც ჰყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ დააკავეს, რატომ და როგორ ექცეოდნენ დაკავებულებს.

    როგორც იუნუსოვი „ინსტაგრამზე" წერს, დაკავების შემდეგ დარეკვის უფლება არ მისცეს. ორი დღე პოლიციის სარდაფში გაატარებინეს:

    „ორი დღის განმავლობაში პოლიციის სარდაფში ვყავდით, სადაც ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ და დაგვცინოდნენ. მეგობართან ერთად იმის გამო დამაკავეს, რომ, უბრალოდ, ფოტოს ვიღებდით და ამ ფოტოზე ჩვენთვის ჩვეულ მოძრაობას ვაკეთებდით (თითი მაღლა). ამას ბევრი მაჰმადიანი აკეთებს. ჩვენს ჟესტში არაფერი არ იყო პროვოკაციული", - წერს „ინსტაგრამზე" იუნუსოვი.

    მისივე განმარტებით, ორივე „ოჯახის გაუფრთხილებლად" წაიყვანეს:

    „ჩვენმა ოჯახმა და მეგობრებმა არ იცოდნენ, სად ვართ, მათ (ძალოვანებმა) არ მოგვცეს დარეკვის უფლება, რათა ოჯახის წევრები გაგვეფრთხილებინა. გამოძიება გრძელდება, ჩვენი ტელეფონები მათ აქვთ. რამდენიც უნდათ, იმდენი შეუძლიათ, რომ ეძებონ, მაინც ვერ იპოვიან იმას, რასაც ეძებენ. ყველას, ვინც წუხს ჩვენ გამო, მადლობა", - დაწერა იუნუსოვმა რუსულ და ფრანგულ ენებზე „ინსტაგრამში".

    აღსანიშნავია, რომ მეორე დაკავებულს, ალი ბაშაევს, განცხადება არ გაუკეთებია და არაფერი უთქვამს მისი და მისი მეგობრის დაკავების შესახებ.

    ცნობისთვის, გასულ წელს საშობაო ბაზარზე, სტრასბურგში ტრაგედია დატრიალდა, რის გამოც წლევანდელი ბაზარი განსაკუთრებული მეთლვალყურეობისა და გაძლიერებული დაცვის ფონზე მიმდინარეობს.

    ერთი წლის წინ, სავაჭრო რიგებთან ახლოს ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 მძიმედ დაშავდა. მოგვიანებით, თავდამსხმელის ბინაში აღმოაჩინეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის ტერორისტების მიმართ საკუთარ სიმპატიებზე საუბრობდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×