თამთა ჩაჩანიძე
07.09.2020

7 სექტემბერს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ამომრჩეველს საკუთარი გეგმები მას შემდეგ გააცნო, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატად დაასახელეს. სააკაშვილმა სატელევიზიო მიმართვისას თავის გეგმებსა და არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი ლომიძე
07.09.2020

 სამუშაო ადგილების შემცირების პარალელურად, დასაქმებულებს ხელფასებიც უმცირდებათ. ნეგატიური ტენდენცია პანდემიის გამო დაიწყო და, მინიმუმ, გაზაფხულამდე გაგრძელდება. მთავრობა სულ უფრო და უფრო გვაჩვევს, რომ კორონავირუსთან თანაცხოვრებას შევეგუოთ და მივიღოთ ის სიმართლე, რომელიც ეკონომიკურ მდგომარეობას უკიდურესად ამძიმებს და როგორც ბიზნესის, ასევე ცალკეული მოქალაქეების შემოსავლებსა და მათ ყოველდღიურობაზე მკვეთრად ნეგატიურად აისახება.

ირაკლი ლომიძე
07.09.2020

 მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ეპიდემიურ პირობებში სერიოზული რისკის ქვეშ დადგა. კორონავირუსისა და, შესაბამისად, ნავთობზე შემცირებული მოთხოვნის გამო, საქართველო ამჯერად იძულებული გახდა, რომ გაზსაცავის სტრატეგიულ პროექტზე უარი თქვას გაურკვეველი ვადით, რის გამოც სესხის მიზნობრიობა შეიცვალა.

რეზონანსი
07.09.2020

 სესხის სუბსიდირების პროგრამამ სასტუმროების ბიზნესი ვერ წაახალისა. მთავრობის მხრიდან თანადაფინანსების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი არასაკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიზნესისთვის მოტივაცია მიეცა. კრედიტებზე დაწესებული შეღავათით სასტუმროების ბიზნესში 5%-მაც ვერ ისარგებლა. ამის მიზეზად სპეციალისტების ნაწილი სასტუმროებისთვის დაწესებულ კრიტერიუმებს მიიჩნევს და ამბობს, რომ მათ უმეტესობას პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება უჭირს.

მარიამ ნებულიშვილი
07.09.2020

"ღირსეული პარტნიორი 2020-ის" ფარგლებში საქართველოში სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ძლიერი ჯავშანტექნიკა იქნა შემოტანილი. გემებით შემოსული ჯავშანტექნიკა ფოთის პორტიდან საჰაერო და სახმელეთო გზებით გადაიტანეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც ერთობლივი წვრთნები უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, მოეწყო ვერტმფრენებიდან დაშვების მანევრებიც.

ნინა გარდაფხაძე
07.09.2020

 პანდემიის პირობებში, რეგიონებში გადასახლებული მოსახლეობის ნაწილი დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში დაბრუნებას აღარ გეგმავს. მათი დიდი ნაწილი 60 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, რომლებსაც ზრდასრული შვილები ჰყავთ. არიან ისეთებიც, ვინც, დიდი ტაიმაუტის შემდეგ, რეგიონებსა და სოფლებში 6 თვე გაატარეს, ქალაქებში დაბრუნებას გეგმავენ, მაგრამ ამაში ხელს მოახლოებული მეორე ტალღა უშლით.

ელზა პაპოშვილი
07.09.2020

იყო თუ არა ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილი უცხო დნმ-ს ნიმუშები და რა დროს გაჩნდა სისხლის კვალი - მთავარი პროკურატურა პასუხობს, რომ მანქანაში უცხო პირის  დნმ-ს ნიმუში არ აღმოჩნდა, თუმცა, პროკურატურისავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში გოგონას სისხლის წვეთები იყო პირბადეზე, რომელიც იდო მაგნიტოფონის ქვევით. 

მარიამ ნებულიშვილი
07.09.2020

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე მოსახლეობისთვის ცნობილია პრემიერ-მინისტრობის ორი შესაძლო კანდიდატი ოპოზიციიდან. 7 სექტემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ" და პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" საკუთარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. თაკო ჩარკვიანმა კი „სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა. პოლიტოლოგები „რეზონანსთან" საკითხის შეფასებისას ამბობენ, რომ ჯერჯერობით წარდგენილი კანდიდატები საზოგადოების ნდობით არ სარგებლობენ.

ელზა პაპოშვილი
07.09.2020

შეიარაღებული  ყაჩაღობა ვარკეთილში, როგორც „რეზონანსთან“ ადგილობრივები და ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები უყვებიან, ორი მამაკაცი  ე.წ. "სვანების ბაზრობის" ერთ-ერთ საბითუმო მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და მუქარის ძალით 15 ათასამდე ლარი გაიტაცა. მათი თქმით, მამაკაცებს პირბადე ეკეთათ და კეპი ეხურათ, რათა მათი ამოცნობა ვერ მომხდარიყო. მათივე ინფორმაციით, მამაკაცები 30 წლამდე იქნებოდნენ და საკმაოდ პროფესიონალურად მოქმედებდნენ. 

თამთა ჩაჩანიძე
07.09.2020

მსოფლიოში გარკვეულ ქვეყნებში კორონავირუსული შემთხვევების ზრდის გამო სასწავლო წლის დაწყება გადაიდო, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში კოვიდ შემთხვევების რიცხვი აპრილის თვის რიცხვს გაუტოლდა, თუმცა, მთავრობის დადგენილების თანახმად, ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, სწავლის დაწყების თარიღი არ გადაიდება.

მარიამ ნებულიშვილი
07.09.2020

2020 წლის საპარალმენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ექსპერტების შეფასებით, თითქმის ყველა ოლქში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მწვავე დაპირისპირებებია მოსალოდნელი. „არცერთი რეგიონი არ არის, სადაც ხელისუფლებას მშვიდი ცხოვრების საშუალება ექნება", - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" ამ საკითხზე საუბრისას.

ტატა შოშიაშვილი
06.09.2020

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო გერანიამ, შესაძლოა, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას გადახედოს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა გერმანულ „ბოლდ ონ ზონტაგთან" ინტერვიუში განაცხადა. თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილია იმ სერიოზული პრობლემებისა, რომელიც რუსეთს შესაძლოა ნავალნის მოწამვლის გამო შეექმნას.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×