ირაკლი ლომიძე
19.04.2021

 გლობალურ ბაზრებზე გაიაფების ტენდენცია დაიწყო. პირველ რიგში, ეს ეხება ხორბალს და ლარის კურსი რომ არა, ქართულ ბაზარზე მკვეთრი საფასო სხვაობა უნდა დაფიქსირებულიყო. თუმცა იმის გამო, რომ ეროვნული ვალუტა 3,45-იან მაჩვენებლთან ახლოს არის, გლობალური ტენდენციები ქართულ ბაზარზე ნაკლებად აისახება. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ ფქვილის სუბდისიის საჭიროება მალე აღარ იქნება და, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე მოიხსნება. გარდა ამისა, უცხოურ ბაზრებზე მცირედით გაიაფდა შაქარი და ზეთი, რაც ჯერჯერობით საცალო გაყიდვებზე არ ასახულა. რაც შეეხება ადგილობრივ პროდუქტს, გაიაფება უმეტესად რძესა და რძის პროდუქტებზე შეიმჩნევა, განსაკუთრებით ყველი გაიაფდა. ყოველ კვირა ეცემა კარტოფილის ფასიც.

ნინა გარდაფხაძე
19.04.2021

 176-ე ღამეა რიონის ხეობის მცველები ცდილობენ კომპანია ,,ენკას“ ნამოხვანჰესის აშენების შესაძლებლობა არ მისცენ. პროტესტი ნელ-ნელა უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და პარალელურად ხელისუფლებას უწევს აღიარება, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია.

ია აბულაშვილი
19.04.2021

შუა საუკუნების ქართული ხუროთმოძვრების უნიკალური ძეგლი ბარალეთის ეკლესია, რომელიც ჯავახეთში, სოფელ ბარალეთში მდებარეობს მე-13 საუკუნით თარიღდება. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეკლესია თამარ მეფის ვაჟს ლაშა გიორგის აუგია, სავარაუდოდ 1213 წელს.

ია აბულაშვილი
19.04.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს - "საქართველოს წინსვლის გზა" დაძაბული დღის ბოლოს ხელისუფლებამ და ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ხელი პრეზიდენტის სასახლეში მოაწერეს. ხელმოწერაზე უარი განაცხადეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ".

ირაკლი ლომიძე
19.04.2021

 ბიზნესისა და ეკონომიკისთვის ბოლო დროის ყველაზე დიდ პრობლემად პანდემია მიიჩნევა, თუმცა არანაკლებია ისეთი ფაქტორების გავლენა,  როგორიცაა ლარის კურსი და ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობა. განსაკუთრებით კი იმ დარგებს უჭირს, რომელთა საქმიანობა პირდაპირ თუ ირიბად ტურიზმის სფეროს უკავშირდება. ადგილობრივი მეწარმეები, ასევე იმპორტიორები  ამბობენ, რომ მდგომარეობის გამოსწორება რეალურად შეუძლებელია, სანამ საქართველოს პანდემიურ კრიზისს არ დაძლევს. 

თამთა ჩაჩანიძე
19.04.2021

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთის დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ექიმებმა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ვლადიმირის საოლქო საავადმყოფოს სტაციონარულ განყოფილებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

რეზონანსი
19.04.2021

 ჩეხეთმა უპრეცედენტო რაოდენობის რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საელჩოს 18 წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად უკვე გამოაცხადეს  და ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი მისცეს. საგარეო საქმეთა მინისტრის იან ხამაჩეკის განცხადებით,  რუსეთის დიპლომატიური მისიის ყველა  ეს თანამშრომელი კრემლის სპეცსამსახურებზე მუშაობაშია ეჭვმიტანილი. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას  დადასტურებული ეჭვი გააჩნია და მათი მავნებლური მუშაობის შედეგად სახელმწიფოს „უზარმაზარი ზიანი“ მიადგა. „ამ საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია პრეზიდენტ მილოშ ზემანს მივაწოდეთ და  ჩვენს მიმართ მან აბსოლუტური მხარდაჭერა აღგვითქვა“-განაცხადა პრემიერმა. დასავლური მედია განვითარებულ მოვლენებს 1968 წლის მოსკოვის და პრაღის დაძაბულ ურთიერთობებს ადარებს.

ელზა პაპოშვილი
19.04.2021

საქართველოში “პოლიტიკური მატარებელი” პარლამენტისკენ დაიძრა, რომელშიც ოპოზიციიდან რამდენიმე პარტიას და დამოუკიდებელ დეპუტატებს ვიხილავთ. როგორც ცნობილი ხდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  შარლ მიშელის ახალ პოლიტიკურ წინადადებას, რომელიც დოკუმენტის სახით გუშინ ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ გააცნეს, ხელს ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება მოაწერს.  

ქრისტინე კაპანაძე
19.04.2021

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის „მოდერნას" გეგმა, რომ იმუშაოს კომბინირებული ვაქცინის შექმნაზე, შეიძლება უარყოფიყი აღმოჩნდეს ვაქცინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია „ნოვაქსისთვის" იმ შემთხვევაში, თუ ის ბაზარზე „მოდერნას" ჩამორჩება.

ელზა პაპოშვილი
19.04.2021

მკვლელობა მოხდა გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში - სავარაუდოდ, მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით საკუთარი ბაღიდან მოკლა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, 52 წლის ვალერი ნაცვლიშვილს 72 წლის  მეზობელი გამთენიისას ჩაუსაფრდა და ორჯერ ესროლა. მას ორივე ტყვია გულის არეში აქვს მორტყმული. 

ქრისტინე კაპანაძე
19.04.2021

უკრაინაში ვითარება უკიდურესად მძიმდება, რამაც შესაძლოა აპრილის ბოლოს საომარი მომქედებების დაწყება გამოიწვიოს. როგორც ცნობილია. უკრაინული მედია ფაქტობრივად საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ხოლო ქვეყანაში პრო-რუსული ძალების გაძლიერების ნიშნები დღითიდღე იზრდება.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×