სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    10.02.2018

    აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის განცხადებით, თბილისიდან მისი გატაცების ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

    მისივე თქმით, კვირიკაშვილის გარდა, მის გატაცებაში სხვა მაღალჩინოსნებმაც მიიღეს მონაწილეობა.

    "ამ დანაშაულის სათავეში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი დგას. სწორედ მან გასცა ბრძანება ჩემი გატაცების შესახებ. სწორედ მან გასცა ბრძანება, რომ საბაჟოზე ჩემი აყვანა მომხდარიყო. ამის შესახებ ისედაც ყველამ იცის.

    "ამ დანაშაულის სათავეში კვირიკაშვილი დგას. მონაწილეობა მიიღო საქართველოს საბაჟოს ხელმძღვანელმა, ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის უფროსმა და, სავარაუდოდ, კრიმინალურმა პოლიციამაც.

    "აზერბაიჯანულ მხარეს ორი წლის განმავლობაში სურდა ჩემი დაკავება, რაც ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობით იყო გამოწვეული. ფაქტობრივად, ვიკვლევდი ალიევის ბიზნესებს, სწორედ ამიტომ სურდათ ჩემი დაკავება, რათა გავჩუმებულიყავი", - განაცხადა მუხთარლიმ.

    ის ეჭვობს, რომ მისი გატაცების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ და კონკრეტულმა პირებმა ფინანსური სარგებელი მიიღეს.

    "გატაცებამდე ორი თვით ადრე ყოველდღიურად ვიღაც მითვალთვალებდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც ჰქონდა. პოლიციამაც იცოდა. მხოლოდ მე არა, ჩემს მეგობრებსაც უთვალთვალებდნენ.

    "ქართულ მხარეს ჩემ დასაკავებლად არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. სასამართლოს მეშვეობითაც ვერაფერს იზამდნენ. ალბათ, ამ საქმეში დიდი ფული აიღეს. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ასეთი მთავრობა ჰყავს. ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. ნამდვილად არ მეგონა, თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ასე მოიქცეოდა.

    "ეს საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, რომ მომავალ არჩევნებში ქართველები "ქართულ ოცნებას" მხარს აღარ დაუჭერენ", - დასძინა მუხთარლიმ.

    რამდენად დამაჯერებელია აფგან მუხთარლის განცხადება, რომ მისი გატაცების ბრძანება პირადად პრემიერმა გასცა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "საერთოდ არ არის დამაჯერებელი. კვირიკაშვილს აფგან მუხთარლის გატაცების ბრძანების გაცემა რად სჭირდებოდა? მით უმეტეს, ქვეყანას ამის გამო ცუდის მეტი არაფერი არ შეხვედრია".

     

     

     

     გიორგი შენგელაია (რეჟისორი): "არ მეჩვენება დამაჯერებლად. პრემიერს კარგად ვიცნობ და არ მგონია, ეს ბრძანება გაეცა. არ მგონია, კვირიკაშვილმა რაიმე მსგავსი შეცდომა დაუშვას".

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "ძალიან მძიმე ბრალდებაა. პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს, რადგან პრაქტიკულად ეს კაცი განწირულია და არ მგონია, ჩვენი პრემიერი ამაზე წასულიყო".

     

     

     

     ავთო სულაბერიძე დემოგრაფი): "თავის შავბნელ საქმეებს მიხედოს და საქართველოზე ნუ ლაპარაკობს. მეტი საქმე არ ჰქონდა კვირიკაშვილს..."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    li   (12.02.2018)
    ამათი კომენტარი რომ წავიკითხე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ეს ჯიბეგაფხეკილი ე. წ. წითელი ინტელიგენციის ნაშიერები, როგორი ტვინგადაგლესილები არიან, იმ იმედით, რომ ბიძო როდისმე ამათაც გადმოხედავს არაფრისგან არ იხევენ უკან. სამაგიეროდ დამამშვიდა ვინმე "ინციტატუსის" რეპლიკამ, მიხარია, რომ საღგონებიანი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში.

    ИНЦИТАТУС   (10.02.2018)
    Ар гагимарджот гмертма! Ткве цанцара хис тавианебо ма вин гасца ганкаргулеба?- им супер цанцара Додошка ХурцилаВОШКАм? Ваи тквен патронс ткве набичвребад гаченилебо. Тугуши-бодиши маинц моихаде ам набичвребис магиер. Тфу тквен суквелас ац да марадис! Каргад ар гамкофод уфалма арасодес. Шеминде уфало рамету шевцоде. Амин.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter