Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
ემხრობით თუ არა მერიის ახალ ინიციატივას, რომ მიკროავტობუსები დედაქალაქის 14 ქუჩაზე მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    01.03.2018

    პირველი მარტიდან დედაქალაქის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის ჩართულობის გარეშე პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია, ამიტომ მაია ბითაძემ თბილისის მცხოვრებლებს მოუწოდა, გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე მოითხოვონ.

    საპილოტე პროექტი თავდაპირველად შემდეგ ქუჩებზე განხორციელდება: 1. მერაბ კოსტავას ქუჩა; 2. ვაჟა-ფშაველას გამზირი; 3. შოთა რუსთაველის გამზირი; 4. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა; 5. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; 6. ვახტანგ გორგასლის ქუჩა; 7. დავით აღმაშენებლის ხეივანი; 8. დავით აღმაშენებლის გამზირი; 9. ილია ჭავჭავაძის გამზირი; 10. ჟიული შარტავას ქუჩა; 11. პეკინის ქუჩა; 12. მარშალ გელოვანის გამზირი; 13. ჯორჯ ბუშის ქუჩა; 14. კახეთის გზატკეცილი.

    ემხრობით თუ არა მერიის ახალ ინიციატივას, რომ მიკროავტობუსები დედაქალაქის 14 ქუჩაზე მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     რეზო მიშველაძე (მწერალი): მიკროავტობუსების პრობლემა მართლაც დგას ჩვენს ქალაქში, ტექნიკური მხარის გარდა, "მარშრუტკის" სამგზავრო ფასი იმაზე მეტია, ვიდრე ავტობუსისა. ვფიქრობ, თუ მიკროავტობუსის მძღოლი არ დაჰყვება მგზავრის ნებას, მგზავრები შემოაკლდება.

    ეს ფაქიზი საკითხია, მე მოქალაქეების მხარეს ვარ, მიკროავტობუსმა ან მოთხოვნისამებრ უნდა გააჩეროს, ან რაღაც საშუალედო წესი უნდა შემუშავდეს.

     

     გივი სიხარულიძე (მსახიობი): ვემხრობი, ეს ძალიან კარგი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიკროავტობუსების ყოველ წუთას ყველგან გაჩერება ქაოსს იწვევს.

     

     

     

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): საბოლოო ჯამში, მაინც ვემხრობი, მიკროავტობუსების ყველგან გაჩერება ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის, ერთი მხრივ, ეს ჩვეულებრივი მოქალაქისთვის დისკომფორტია, მაგრამ, მეორე მხრივ, მოძრაობა ცოტა მაინც მოწესრიგდება.

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ვემხრობი, ეს თავიდან აგვაცილებს ავარიულ სიტუაციებს.

     

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): გააჩნია ქალაქის უბნებს, ჩემი ვარაუდით, ვაკეში მოძრაობის გადატვირთვას გამოიწვევს, არის გაჩერებები, სადაც ეს გამორიცხული იქნება, მაგალითად, ფილარმონიასა და გმირთა მოედანს შორის არსებული გაჩერება.

    დავაკვირდეთ, კარგია, რომ კონკრეტული უბნებია, ჯერჯერობით, არჩეული და მთლიანად ქალაქს არ მოედო პირდაპირ ეს იდეა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ИНЦИТАТУС   (01.03.2018)
    Уфало гвихсени амдени Тугушебисаган. тумца дарцмунебули вар вер гвихсни ан дзалиан гагичирдеба. Карги маграм ше "каи" кацис магваро арсеав (схва сахелс вер гицодеб) ам дакцеул квеканаши схва проблемеби агар арис?- ерти ситква маинц гетква им дагупул бичзе цхваривит ром дагваклес тавзе. Маграм убедуреба ис арис ром вер иткви- куребс дагачрис "мамико". Асе ром " куребс гафртхилди Корчиха хан"Исе гагимарджос рогорц имсахуребде.Уфали дагехмареба АМИН!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved