რეზონანსი
13.08.2020

ცნობილ იმუნოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს - თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში იღებენ. "გააზიარე სიყვარული" - ასე ასათაურებს ნიკოლოზ ხომასურიძე ისტორიულ რომანტიკულ ფანტასტიკას, რომლის სცენარის ავტორიც თვითონ გახლავთ.

ფილმი სიყვარულზე, კარანტინსა და დროში მოგზაურობაზეა. როგორც რეჟისორი ჰყვება, მთავარი გმირები ჩვენი ქვეყნის მთავარ ისტორიულ, ეროვნულ გმირებს ხვდებიან, მათ შორის - დავით აღმაშენებელს, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეებს, ნიკო ფიროსმანსა და მარგარიტას, ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილს, დავით სარაჯიშვილს. ფილმში ნაჩვენები სიყვარული, როგორც პირადი, ასევე სამშობლოს, ერის.

"ფილმში ბატონი თენგიზ ცერცვაძე თანამედროვე ეპოქის გმირად გვყავს გამოყვანილი. თამაშზე ადვილად დაგვთანხმდა. დეტალურად გავიარეთ, რაზე იქნება ფილმი, რა როლს ვთავაზობდით. აღმოჩნდა, რომ მასაც იგივენაირი პატივისცემა გააჩნდა ჩვენს მიმართ, როგორც ჩვენ - მისადმი. ნანახი ჰქონდა ჩემი ფილმი "ექვთიმე", გიორგი გილიგაშვილის მუსიკალური ვიდეონამუშევრები. (გიორგი მთავარ როლშია.) ძალიან გაგვახარა ბატონი თენგიზის ჩვენდამი დამოკიდებულებამ. დიდი სიამოვნებით შემოვუერთდები ასეთ კარგ კამპანიასო, გვითხრა.

მას საინტერესო სცენა და დატვირთვა ექნება ფილმის ფინალურ სცენაში. ის თანამედროვე ქართველი ექიმების სიმბოლური წარმომადგენელია, რომლებმაც მთელი პანდემიის პერიოდში მართლა კარგად იმუშავეს და მსოფლიოსთვისაც სამაგალითოები იყვნენ. ჯერ ბატონი თენგიზის სცენა არ გადაგვიღია. თვის ბოლოს დავგეგმავთ და ან რომელიმე კლინიკაში, ან სპეციალურად გაკეთებულ პავილიონში გადავიღებთ", - განაცხადა ნიკოლოზ ხომასურიძემ "პრაიმტაიმთან".

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×