რეზონანსი
12.09.2020

საპარალამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“ჩვენს ამჟამინდელ სინამდვილეში გაჩნდა ისეთი ტიპი მამაკაცებისა, რომლებსაც ”უტყდებათ” პირბადის ტარება (არა მხოლოდ საქართველოში). მის გაკეთებას ურჩევნიათ, რომ სულელად გამოჩნდნენ - ამბობენ, კორონავირუსი არ არსებობსო.

ამერიკელი ფსიქოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ ასეთ მამაკაცებს ეშინიათ არ გამოჩნდნენ სუსტებად.

ასეთები პარლამენტშიც გვყვანან. ამით, ცნობიერად თუ არაცნობიერად, საკუთარ მამაკაცურობას უსვამენ ხაზს.

მასკულინური ნორმები ბევრ რამეში ვლინდება მზიურ საქართველოში, მაგრამ პირბადეც თუ დაემატებოდა, ამას ვინ იფიქრებდა?” – წერს რომან გოცირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×