რეზონანსი
23.01.2021

თბილისელმა სოფო ლიპარტელიანმა „ფეისბუქის“ ჯგუფ “გლდანში” ასეთი ემოციური ამბავი გააზიარა:

“მინდა ერთი ამბავი გაგიზიაროთ. გლდანულაში 2 დღის წინ სამსახურიდან მოსულმა, მაღაზიაში შევიარე, სანამ შევიდოდი, კარებთან ახალგაზრდა ქალი დამხვდა და მთხოვა დახმარება (ფულის სახით). სამწუხაროდ, იმ მომენტში ბარათზე მქონდა თანხა და ნაღდი ფული საერთოდ არ მედო.

ხშირად მინახავს ეს ადამიანი და ზუსტად ვიცი, რომ არასდროს იტყუება, ეკლესიაში დადის და ყველა გამვლელს ეხმარება. მოკლედ, ძალიან თბილი ადამიანია, გამგებიანი.

მაღაზიაში რომ შევედი, დაახლოებით 30 წლამდე ბიჭი, შემოიყვანა ეს ქალი და ეუბნება, აბა, რა გინდა, დაადე ხელი და მე გიყიდიო, ძააალიან, ძააალიან ბევრი პროდუქტი უყიდა… ამ ქალს რომ ვუყურებდი, თან ეუხერხულებოდა, თან უხაროდა, რომ სახლში მისულს ამ პროდუქტებით თავის 2 შვილს დააპურებდა…

მოვიდა თანხის გადახდის დროც და ამ სიკეთით სავსე ადამიანმა გვერდით მდგომს უთხრა: დღეს ბიძაჩემის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა და ასე მაინც მივაგებ მის სულ პატივსო…

ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ძალიან გამიხარდა, ის დღე სულ ამ ფაქტზე მეფიქრებოდა…

ვაკეთოთ, ვაკეთოთ სიკეთე, ადამიანებო, დამიჯერეთ, არასდროს დაგვიკარგავს ღმერთი ამ სიკეთეს, ასმაგად და ათასმაგად გადაგვიხდის, ხოლო ჩვენ გარდაცვლილებს იმქვეყნად ასეთი კეთილი საქმით მივაგებთ პატივს.”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )