რეზონანსი
14.01.2022

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ და მის­მა მომ­ხრე­ებ­მა აქ­ცი­ის გა­მარ­თვა სცა­დეს წე­რო­ვა­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრთან, სა­დაც ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სამ­კურ­ნა­ლო-აღ­დგე­ნით კურსს რამ­დე­ნი­მე თვეა გა­დის.

"ქალ­ბა­ტო­ნის" ობ­სე­სი­ურ­მა და ბო­რო­ტი ში­ზოფ­რე­ნი­ით სნე­ულ­მა სექ­ტამ, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია უხე­შად ერე­ვა ცოტ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბა­ში და გაჰ­ყი­ვის, თით­ქოს მას ორი წე­ლია მკურ­ნა­ლო­ბის მა­გივ­რად წამ­ლა­ვენ, სცა­და მი­ტინ­გის მო­წყო­ბა წე­რო­ვა­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრთან. "ჩვენ უნდა წა­ვიყ­ვა­ნოთ ცოტ­ნე", იყო მათი მო­თხოვ­ნა. "აქ­ცი­ის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მე­გა­ფონ­ში გაჰ­ყი­როდ­ნენ, იგი­ნე­ბოდ­ნენ, იწყევ­ლე­ბოდ­ნენ და კა­რე­ბის შემტვრე­ვას ცდი­ლობ­დნენ. წე­რო­ვა­ნის მა­ღა­ლი დო­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გან­ცვიფ­რე­ბულ­ნი შეჰ­ყუ­რებ­დნენ ამ სა­ნა­ხა­ო­ბას. სა­ჭი­რო გახ­და და­მა­ტე­ბი­თი დაც­ვის გა­მო­ძა­ხე­ბა. მომ­ხვდუ­რებს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან გა­ნე­მარ­ტათ, რომ სამ­ხედ­რო ბა­ზებ­თან ან ობი­ექ­ტებ­თან, სა­დაც ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­დი­ან რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, და­უშ­ვე­ბე­ლია მი­ტინ­გი, მე­გა­ფო­ნე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი ხრი­ა­ლი და ხმა­უ­რი. და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლებს კი 15 - დღი­ა­ნი სა­კა­ნი ემუქ­რე­ბათ. ამის შემ­დეგ მათ დას­ტო­ვეს იქა­უ­რო­ბა. სექ­ტან­ტე­ბი თავს ისუ­ლე­ლე­ბენ, თით­ქოს გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია სა­ერ­თოდ არ არის საქ­მის კურ­სში. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი არის ცოტ­ნეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ანას­თან ერ­თად და ჩვენ­თან ერ­თად თვალ­ყურს ადევ­ნებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს. ცოტ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბენ სა­უ­კე­თე­სო რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გე­ბი. მისი მკურ­ნა­ლო­ბა აყ­ვა­ნი­ლია პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის, ასე­ვე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კონ­ტროლ­ქვეშ. ნუთუ მად­ლო­ბის მა­გი­ე­რია ასე­თი მო­ვარ­დნა და უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ლან­ძღვა-გი­ნე­ბა", - წერს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, 2019 წლის 19 დე­კემ­ბერს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დაჭ­რეს. ჭრი­ლო­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ ბევ­რჯერ დად­გა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ მისი გა­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხი. ამ უმ­ძი­მე­სი დღი­დან 2 წელი გა­ვი­და. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ცოტ­ნე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე უცხო­ეთ­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას. რამ­დე­ნი­მე თვეა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს სა­ქარ­თვე­ლო­ში, წე­რო­ვა­ნი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში გა­დის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×