(რეზონანსი) გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
წარმოსადგენადაც ძნელია 16 წელი სმენისა და მეტყველების გარეშე, ახლა კი მარიამისთვის სმენაცაა და მარტივი კონსტრუქციებით საუბრის შესაძლებლობაც!
ოჯახის თავდაუზოგავმა მისწრაფებამ, მარიამი გამხდარიყო უფრო ბედნიერი, შედეგი გამოიღო. როგორც ზოგადად ვიზუალისტებს, მარიამსაც წერითა და ხატვით უფრო ეხერხება აზრების გადმოცემა, თან შეუცდომლად წერს და ფურცელზე ყველა ასოს ხატავს თითქოს..."
"16 წლამდე სულ სიჩუმე იყო. ძალიან მინდოდა სამყაროს ხმის გაგონება. როცა ოპერაცია გავიკეთე, ექიმმა მკითხა, - მარი, გესმისო? ვუპასუხე, - კი, მესმის-მეთქი. მაგარი გოგო ხარო, - მითხრა ექიმმა და ეს წუთები იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და ამაღელვებელი! მერე ისიც დასძინა, - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ სიტყვებს ვერ ვივიწყებ და ვარ დაიმედებული. მაქვს ოცნებები, ბევრი რამ მაქვს სასწავლი..." -