რეზონანსი
24.03.2020

ჟურნალისტი თათა მურაჩაშვილი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს: 

"მსოფლიო ავალაპარაკეთ და მაინც უკმაყოფილოები როგორ ხართ ზოგიერთები მაშინ, როცა:

ვირუსზე ანალიზს აშშ -სა და მსოფლიოს დანარჩენ წამყვან ქვეყნებში 24 საათში აკეთებენ, ჩვენთან 6 საათში უკვე პასუხებია.

კარანტინს ქვეყნის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები ეთმობა, სრულ კომფორტში ხართ, არც კვება გაკლიათ, არც სასმელი, არც ყურადღება, არც სითბო, არც ინტერნეტი.

ინიშნება სპეცრეისები, რათა წლებით წასულები როგორმე საქართველოში დაგაბრუნონ და იმ უბედურებაც აცდეთ, რაც ევროპის ქვეყნებში, ამერიკასა და ჩინეთში ხდება.

თქვენზე ზრუნვაში ათენებენ ექიმები, სტაჟიორი ექთნები, რომელთა ხელფასიც კაპიკებია იმის ფონზე, რამდენსაც შრომობენ. ფეხზე დგას მედია, სამინისტროები, პოლიცია, მთელი მინისტრთა კაბინეტი, კლინიკების დაცვიდან დაწყებული დირექტორებით დამთავრებული,

სოციალურად დაუცველებს ან მრავალშვილიანებს ერთჯერადად 1000 ლარის საჭირო ნივთებით ეხმარებიან,

საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის განკუთვნილი საჭმელი სახელმწიფოს ბინაზე მიაქვს,

პანსიონატებში მყოფი მოხუცებისთვისაც განკუთვნილი საჭმელი სახლში მიაქვთ,

სახელმწიფო მხოლოდ იმას გთხოვთ სახლიდან გარეთ ნუ გამოხვალთ თუ აუცილებელი საქმე არ გაქვთო.

ამ ყველაფრის ფონზე, შენ რას აკეთებ?

ჩამოდიხარ დაინფიცირებული, სიცხის დამწევს სვამ აეროპორტში, მოდიხარ და დებილ თავს უფლებას აძლევ წახვიდე სალონში, რესტორანში, ადიხარ ტრანსპორტში, ნახულობ ოჯახის წევრებს, ახლობლებს. მიდის ხვევნა-კოცნა და რაც გიწერია ის გადაგხდებას ძახილი.

ბოლოს როცა სუნთქვა აღარ შეგიძლია რეკავ რომ მოგხედონ, თურმე ცუდად ხარ, მაგრამ კარანტინში წასვლა არ გაწყობს, ისე როგორმე უნდა მოგარჩინონ.

არადა, ზოგიერთი ზაფხულშიც ვერ ისვენებთ ისეთ სასტუმროებში, როგორებიც კარანტინისთვისაა გამოყოფილი.

მეტი რაღა ქნას სახელმწიფომ, დაჯარიმებაზე ტანსაცმლიანად გაგიჟდით, დღეს მარნეულში პოლიციამ ცხრაჯერ გააფრთხილა ხალხი თავშეყრას მოერიდეთო და ეზოში გაშლილი სუფრების დაშლა არ აპატიოთ, სხვა ქვეყნებს გადახედეთ პოლიცია მოსახლეობას ცხრაჯერ აფრთხილებს?

ამ ყველაფრის ფონზე უფრო უარესებიც გამოხტნენ, – პოლიტიკოსები, თან ისეთები, რომლებსაც ხალხი კიარა სახლში ვერ ცნობენ თავისიანები, როგორ გაბედეს და თავდაცვის ძალებმა გადაკეტეს ბოლნისის და მარნეულის გზებიო...

შეგნება სად თვითიზოლაციაში გაქვთ?"

დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
მერი ბერაია   (24.03.2020)
გვარში შეცდომა იტყოდა იყოს ბერაია

მერირაია   (24.03.2020)
ექიმებს მადლობა მაგრამ თუ მთავრობის თანადგომა არა მარტო ვერ გაუმკლავდებოდნენ.ექიმება კი თავიანთი ნიჭი არდაზოგეს

ანდრია ლუკა   (24.03.2020)
ექიმებით უკმაყოფილო არავინ არის და ზედმეტი ქება დიდებაც ნუ აგივარდებათ თავში და აქეთ ხალხს ნუ გამოლანძღავთ.რასაც სწორად აკეთებთ და რაშიც ბადალი არ გყავთ იმას სწორად იგებს ხალხი და პირადად მე გიხდით დიდ მადლობას საქართველოში მცხოვრები თვითეული მოქალაქის მაგივრად.,უკმაყოფილო შეიძლება ბევრი იყო და სხვა ექიმების ყველა ერთი არ არის.ხალხს ინტერნეტით სჭირდება ფულის შეგროვება მკურნალობის ხარჯები დაფაროს საქართველოში თუ საქართველოს გარეთ.ბევრს საქართველოში არა აქვს საშველი და უცხოეთში სჭირდება გადაუდებელი ოპერაციები.ზოგიერთი დაბალი დონის ადამიანი რას იტყვის იმას ნუ აქცევთ ყურადღებას დღევანდელ გაჭირვებას და დღევანდელ ცხოვრებას შეხედეთ.იყვნენ მართლა ისეთები თუ ფული არა გაქვს არც მოგაქცევდნენ წესივრად ყურადღებას მაგრამ დღეს რასაც იმფექციურის ექიმები და საერთოდ მედ პერსონალი აკეთებს ამას მსოფლიოს ვერცერთი ქვეყნის ექიმები ვერ შეედრება და დიდ პატივისცემას გამოხატავს ხალხი

გაიხარე ამ სიმართლისთვის ნეტა ყველა ასე აზრო   (24.03.2020)
გიული

დინა   (24.03.2020)
შენ გაიხარე მაგ სიმართლისთვის.🥰


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×