რეზონანსი
03.04.2020

მთელი დღე უგეზო მთვარეა, შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შესაძლოა თავი იჩინოს ემოციურმა შფოთმა და დაძაბულობამ, მაგრამ თქვენ გჭირდებათ დრო, რათა საღად შეაფასოთ მოვლენები და თქვენი შანსები.

კურო

დღეს, შესაძლოა თქვენთვის უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდეთ და არჩევანის წინაშე დადგეთ. ნუ გაუსწრებთ წინ მოვლენებს და დაელოდეთ მეტ სიცხადეს, რათა თავიდან აირიდოთ შეცდომები.

ტყუპები

დღევანდელმა დღემ შესაძლოა ხელი შეგიწოთ აკვიატებული ილუზიებისგან გათავისუფლებაში, თქვენ მიხვდებით თუ რატომ ბრკოლდებოდით აქამდე პირად-სასიყვარულო თუ კარიერულ სფეროში.

კირჩხიბი

მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს, არის ალბათობა სიტუაცია დაიძაბოს სხვადასხვა დაჯგუფებებსა ან ჯგუფის ლიდერებთან, ნუ აჰყვებით ცდუნებას, თავი შეიკავეთ ავანტიურული ქმედებისგან.

ლომი

თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში, ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას მხოლოდ თქვენს თავზე, იზრუნეთ საკუთარ განწყობასა და კომფორტზე.

ქალწული

მოერიდეთ ექსპერიმენეტებს. დარწმუნდით თქვენს შესაძლებლობებსა და პროფესიონალიზმში, ზედმეტმა თავდაჯერებულობამ და რისკმა შესაძლოა ჩრდილი მიაყენოს თქვენს ავტორიტეტს.

სასწორი

აუცილებელია გაითვალისწინოთ პირადი ინტერესები, სხვათა პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობის დროს, ან შესაძლოა შუამავლის ფუნქციის აღება მოგიწიოთ დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ნუ დაივიწყებთ საკუთარ მიზნებს და იმოქმედეთ შესაბამისად.

მორიელი

უჩვეულო მოვლენები ბიძგს მოგცემთ მოიფიქროთ რაიმე არასტანდარტული და გადაუსწროთ სხვებს, მაგრამ ეს პერიოდი არახელსაყრელია მნიშვნელოვანი წარმატებებისა და საქმიანი პროდუქტიულობისათვის.

მშვილდოსანი

თქვენი ემოციურობიდან გამომდინარე უპირატესობა შესაძლოა კონკურენტების მხარეს აღმოჩნდეს, კარგად გააანალიზეთ მოვლენები, სხვათა პოზიციები და იმოქმედეთ შესაბამისად, რათა არ აღმოჩნდეთ წამგებიან სიტუაციაში.

თხის რქა

ნუ შეეცდებით ორმაგ თამაშსა და არაკეთილსინდისიერი გზებით წარმატების მიღწევას. იყავით დიპლომატიური, გამოიჩინეთ გამჭრიახობა მოვლენების შეფასებისას.

მერწყული

აკონტროლეთ თქვენი ტემპერამენტი, ნუ აიღებთ ინიციატივას სამსახურეობრივი პრობლემების მოსაწესრიგებლად. მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე.

თევზები

ერიდეთ ინტრიგებს, ნუ შეეცდებით ყველასა და ყველაფრის კონტროლს. შეცვალეთ მოძველებული მიდგომები და სქემები. მიენდეთ ინტუიციას და თქვენს გამჭრიახ გონებას.

 

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×