
დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ ნარკოდამოკიდებულებაზე და მის გამოცდილებაზე ისაუბრა.
“ნარკოდამოკიდებულებას იწყებ “მარიაჟობის“ მიზნით. თავიდან აკონტროლებ თავს: ვფიქრობდი, ახლა ვმუშაობ და არ მინდა არც კლუბი, არაფერი. მერე ვეღარ აკონტროლებ თავს. არაფერი აღარ მაინტერესებდა. შენ თავს კარგავ. შენს თავს გვერდიდან რომ უყურებ, გძულს ის ადამიანი. განგრევს, განადგურებს...“ - აღნიშნა დიზაინერმა.
მისი თქმით, საპატიმროში ყოფნისას ბევრმა ადამიანმა უსაფუძვლოდ გააკრიტიკა.
“ჩემი ადვოკატი, აბსოლუტურად, ყველაფერს მიყვებოდა და ეგ, იცი, როგორ ხდება? დაიჭირეს ადამიანი, კანონები იყო გამკაცრებული და ალბათ ხალხმა იფიქრა, რომ ძალიან დიდი ხნით ჩავჯექი. ამიტომ დაწერეს ყველაფერი. მერე, როცა გაიგეს რომ ძალიან ცოტა მომისაჯეს, ნაწილმა სტატუსები წაშალა კიდეც. მეცინება მაგაზე. ეგ არის უვიცი და გაუნათლებელი ხალხის ბრალი.
წაქცეულ ადამიანს ყველა ურტყამდაო, ხომ იცი - ქართველების სენია სხვათა შორის. როცა ცუდად ხარ, მოსწონთ. ვითომ მხარს გიჭერენ, განიცდიან, მაგრამ სინამდვილეში არა.
ასეთ დროს გრძნობ ვინ არის მართლა შენი გულშემატკივარი,“ - აღნიშნა პოდკასტში “Mere?“ სულიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დიზაინერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. დათუნა სულიკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა რეალური სასჯელის სახით 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 4 წელნახევარი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, ამასთანავე, სულიკაშვილს ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა. დიზაინერს კანონით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთვა, მათ შორის, მანქანის მართვისა და საჯარო ხელისუფლებაში საქმიანობა.
დათუნა სულიკაშვილმა გლდანის მე-8 დაწესებულება 9 ივნისს დატოვა. ის სამართალდამცავებმა 9 დეკემბერს დააკავეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე