რეზონანსი
16.06.2026

ილია თოფურია საავადმყოფოდან გაწერეს, - ინფორმაციას „ევროსპორტი“ ავრცელებს.

გამოცემის ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ცნობით, ილია თოფურიამ ვაშინგტონის საავადმყოფო დატოვა.

ჟურნალისტის განცხადებით, თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს, თუმცა ძვლების ცდომის გარეშე და ოპერაცია საჭირო არ იქნება.

ასევე, გამოცემა წერს, რომ ილია თოფურიას მარჯვენა თვალი მარცხენა თვალზე მეტად აქვს დაზიანებული.

შეგახსენებთ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. მან ბრძოლისას სახის არეში დაზიანებები მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×