რეზონანსი
18.06.2026

სტიქია ახმეტის მუნიციპალიტეტში - ძლიერი წვიმის შედეგად, წყალდიდობაა პანკისის ხეობაში.

უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და გარკვეულ ადგილებში ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია როგორც გზის გარკვეული მონაკვეთები, ასევე საცხოვრებელი და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შესაბამისმა სამსახურებმა დროული რეაგირება მოახდინონ.

შეფასდეს დაზარალებული ტერიტორიები და გატარდეს საჭირო ღონისძიებები.

მათივე თქმით, ასევე აუცილებელია მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაძლო რისკების მინიმუმამდე დაყვანა.

ვიდეო ფაილებში ისმის, რომ სოფლების: ზემო, შუა და ქვემო ხალაწანის მოსახლეობა პანიკაშია.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×