რეზონანსი
18.06.2026

შეთანხმება გაფორმებულია - აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებმა დისტანციურად ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულებას ისახავს მიზნად.

ორმხრივი შეთანხმების დეტალების თანახმად, თეირანი ვალდებულებას იღებს შეამციროს გამდიდრებული ურანის მარაგი, სანაცვლოდ კი ვაშინგტონი ირანზე დაწესებულ სანქციებს აუქმებს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების სრულ შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მომდევნო 60 დღე დაეთმობა ირანის ბირთვული პროგრამის სამომავლო რეგულირებაზე დეტალურ მოლაპარაკებებს.

დონალდ ტრამპმა შეთანხმება შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა.

დოკუმენტის ოფიციალურად დამოწმება ორივე ქვეყნის პირველი პირის მიმართ დაადასტურა თეირანმაც.

ამერიკის მხრიდან, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში, ვერსალის სასახლეში გამართული ვახშმის დროს მოეწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×