რეზონანსი
18.06.2026

ნაცმოძრაობის წევრი გია ბარამიძე ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობის პერსპექტივით დიდად მოხიბლული არ არის და სააკაშვილის ახალ ფავორიტს სოციალური ქსელიდან პასუხობს:

,,ნანუკა ძვირფასო,

მოგეხსენება ენმ საქართველოს გამთლიანებისა და ცივილიზირებული, ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის მებრძოლი და 14 წელი მოღალატე კრიმინალთა, რუსული ბანდის შემოტევებში გამობრძმედილი, გაუტეხელი ხალხის გუნდია.

ენმ ჩემოდანი არ არის რომ ვინმემ (გინდა ახალგაზრდა იყოს, გინდა უფროსი თაობის) “გადაიბაროს”.

ახალგაზრდობაც პროფესია და კვალიფიკაცია არ არის.

პატარა ასაკის ადამიანები ყველგანაა, კარგიც და ცუდიც, ვისი ნდობაც შეიძლება და ვისი არა, ამას მხოლოდ დრო აჩვენებს. და თვითოეულმა ადამიანმა განურჩევლად ასაკისა ეს ნდობა უნდა მოიპოვოს და დაიმსახუროს, ოღონდ ეს ხელოვნურად, “ზემოდან” მითითებით არასდროს ხდება, ასე უბრალოდ არ მუშაობს.

ორი ხელით მივესალმები, შენს ენმ-ს ბრძოლაში აქტიურად შემოსვლას და მიხარია რომ მიშამ ამხელა ნდობა გამოგიცხადა.

მეც ძალიან მინდა რომ მიშას ყველა ჩანაფიქრი და შენი საქმიანობა წარმატებული იყოს.

პარტიას რომ ახალი სიცოცხლე, ენერგია და ბევრად მეტი ეფექტიანობა ჭირდება ამაში ყველანი ვთანხმდებით და მე პირადად ყველას დავეხმარები, ვინც ამ მიზანს დაისახავს, ახალგაზრდა იქნება ეს თუ უფროსი თაობის ადამიანი.

მაგრამ რაც დღეს ამისთვის არის საჭირო, ეგ მარტო ახალი ხალხის ჩვენს გუნდში შემოსვლა კი არაა, არამედ ენმ-ს რეალურად ძირეულად რეფორმირებაა.

მოკლედ ახლა რაც ყველაზე მეტად სჭირდება ენმ-ს, ეს არის არა პიროვნებების ცვლილება (ესეც ძალიან საჭიროა და მივესალმები ყველა პატრიოტის ჩვენთან მოსვლას) არამედ, პირველ რიგში მართვის წესის სისტემური ცვლილება.

ენმ მიშას ლიდერობით ყოველთვის იყო, სახალხო პარტია ხალხისა და ქვეყნისთვის.

დღევანდელ ვითარებაში, პარტიის გამოცოცხლებისა და ეფექტიანობის მკვეთრად გასაზრდელად აუცილებელია ენმ ძირითადი პოლიტიკური, საორგანიზაციო, თუ საკადრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მიშას და ენმ (ხალხის მიერ) არჩეული ხელმძღვანელეობის გარდა, უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ჩვენი ასობით ათასი ის მხარდამჭერი და წევრი ვინც არის ამ პარტიის ხერხემალი და ძალა.

მიშას ლიდერობით, ჩვენი გუნდი, უკვე წელიწადზე მეტია პარტიის ამგვარ რეფორმაზე (მართლა საფუძვლიან და რევოლუციურზე) მუშაობს და ეს რეფორმა, მოწონებული და მხარდაჭერილია, მიშას მიერ და დამტკიცებული პოლიტსაბჭოს მიერ.

ესაა ენმ “მართვის საფუძვლიანი რეფორმა” – “მსრ” .

მსრ მიზანია, ენმ ყველა ძირითადი გადაწყვეტილება, მაგალითად როგორიცაა, თუ ვინ იყოს ენმ ხელმძღვანელ პოზიციებზე, შევიდეთ თუ არა პარლამენტში, ალიანსში, გამოვიდეთ ან რა დამოკიდებულება გვქონდეს მოსალოდნელ არჩევნებთან მიმართებაში და ასევე როგორ განისაზღვროს (თანმიმდევრულობა) ენმ მომავალი საპარლამენტო სია და სხვა ამგვარი საკითხები, გადაწყდეს მიშასთან და პარტიის ლიდერშიპთან ერთად, ასევე ენმ ნამდვილი წევრების (ვინც თვეში 5 ლარს შესწირავს პარტიას, როგორც საწევროს) მიერაც.

ეს უნდა მოხდეს ენმ-ს მიერ შექმნილი და შესაბამისად დაცული, ინტერნეტ აპლიკაციით, რომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი ევროპელი და/ან ამერიკელი მეგობრები დაგვეხმარებიან.

როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე, მსრ უკვე მოწონებული და დამტკიცებულია მიშას, ენმ ლიდერებისა და არსებული პოლიტსაბჭოს მიერ.

სამწუხაროდ ტექნიკური და სხვა მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა აღნიშნული ენმ სახალხო მართვის აპლიკაციის შექმნა.

მაგრამ ეს მხოლოდ მონდომების და საქმის ბოლომდე მიყვანის საკითხია.

ასევე ენმ უახლოეს ყრილობაზე მსრ უნდა

შევიდეს ჩვენს წესდებაში.

მსრ უზრუნველყოფს ენმ ნამდვილ სახალხოობას და მეტ სამართლიანობას ჩვენი გადაყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე გაგვიჩენს ჩვენს საკუთარ (ალალ და დაუყვედრებელ) ფინანსურ რესურსებს და პარტია არავის (რა კარგი ადამიანებიც არ უნდა იყვნენ) მოწყალების თუ დახმარების იმედად აღარ იქნება.

ეს ყოველივე აჩვენებს ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერს, რომ ენმ გახდა კიდევ უფრო სახალხო და ისინი ჩვენი ნამდვილი წევრები (ვინც თვეში 5 ლარს შემოწირავს პარტიას როგორც საწევროს) გახდებიან.

ასე მოვიზიდავთ ახალ ხალხსაც და დავიბრუნებთ ბევრ იმათ, ვინც მთელი რიგი მიზეზების გამო, პარტიიდან დისტანცირდა.

მსრ ემშ-ში მოიტანს მეტ სახალხოობას, მეტ გამჭვირვალეობას, მეტ სამართლიანობას, ფინანსურ რესურსებსა და იმ ახალ ენერგიას, რაც იქნება ჩვენი გუნდის გამოცოცხლებისა და გაძლიერებით მთავარი ფაქტორი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შენ ამ რეფორმას კარგად გაეცნობი (რადგან აქამდე არ გიხსენებია, ეჭვი მაქვს არ იცნობ) და მის განხორციელებას შენებური ენთუზიაზმითა და მონდომებით, მხარს დაუჭერ. შესაბამისად მეც გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ დაგეხმარო და მხარში დაგიდგე როგორც მიშას მიერ წარდგენილი, ენმ თავმჯდომარეობის კანდიდატს.

ისევე როგორც გვერდში დავუდგები, ენმ თავმჯდომარეობის სხვა ყველა (თუ ასეთი პიროვნება კიდევ გამოიკვეთა) კანდიდატს, თუ ისინი ასევე მხარს დაუჭერენ ენმ “მართვის საფუძვლიანი რეფორმის” განხორციელებას.

წარმატებები და გამარჯვება ჩვენს მაგარ პატრიოტთა, მებრძოლ გუნდს!

თავისუფლება პუტინის პირად ტყვეს, პრეზიდენტ სააკაშვილს, ხაბეს, ირაკლის და, მოღალატე კრიმინალთა, რუსული ბანდის სხვა ყველა პოლიტიკურ პატიმარს!”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×