რეზონანსი
18.06.2026

აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, პირობები არსებითად ირანის სასარგებლოა - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

მისი თქმით, საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი. ირანი არის არ-აღიარების პოლიტიკის ნაწილი.

„აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, პირობები არსებითად ირანის სასარგებლოა. სანქციებს მოუხსნიან, გაყინულ აქტივებს აბრუნებენ და გამდიდრებული ურანის მარაგებსაც ვერ იღებს აშშ.

ირანი ამ ომის შედეგად სტრატეგიულად გამარჯვებული და გაძლიერებულია და ჰორმუზის სრუტეზე უფრო დიდი კონტროლი აქვს.

დამარცხებული ამერიკის საქმე არაა საქართველოს ურთიერთობა ირანთან.

პანაშვიდზე წავა პრემიერი თუ ანძას გავანათებთ. საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი. ირანი არის არ-აღიარების პოლიტიკის ნაწილი“ - წერს დობორჯგინიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×