რეზონანსი
15.01.2023

მიმდინარე პერიოდში ქვეყნის სოფლის მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გაძლიერებული მიგრაცია წარმოადგენს განსაკუთრებული აქტუალობის პრობლემას. არსებულ პირობებში, მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო გააქტიურების, სიღარიბის დაძლევის და გაძლიერებული მიგრაციის შეჩერების რთული პროცესის განხორციელებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

რეზონანსი
15.01.2023

14 იანვარს, მეხუთე პრეზიდენტთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, ზოგიერთმა მოქალაქემაც აივნებიდან გადმოფინა ხუთჯვრიანი დროშა.. ჩემს მეზობელს („ნაცმოძრაობის“ აქტივისტს...) კი მუდმივად, თანაც ორი აქვს გამოკიდებული... როდესაც წარმომავლობის განმარტება ვთხოვე, „იმას ხომ სჯობიაო…” - მიპასუხა. ვიზუალურად, შეიძლება, შავ-თეთრზოლებიან შინდისფერზე ეფექტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ 1918 წელს მიღებული და 1991 წელს აღდგენილი ძველი დროშა ლეგიტიმური იყო, ხოლო თუ „სამართლებრივ სახელმწიფოში“ გვინდა ცხოვრება (1991 წლიდან გვიწერია კონსტიტუციაში...), მისი შეცვლა მხოლოდ კანონით დადგენილი წესით უნდა მომხდარიყო...

რეზონანსი
11.01.2023

კოვიდ-19 პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე სამი წელი გავიდა. ახალი ტიპის კორონავირუსი ძლიერ გადამდები აღმოჩნდა და მუტაციას სწრაფად განიცდიდა. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებამ მის წინააღმდეგ ძალები გააერთიანა, „საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების" შესაქმნელად უკვდავი ნაწარმოები დაიწერა. გასული სამი წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობა პრიორიტეტს მუდამ ხალხსა და სიცოცხლეს ანიჭებდა.

რეზონანსი
08.01.2023

თანამოქალაქეებს შობა-ახალ წელს ვულოცავ! ვინაიდან ციფრების ჯამი შვიდია („იღბლიანი“, „საოცარი“, „ბედნიერი“ რიცხვი), რომელიც ბიბლიაში 500-ზე მეტჯერ არის ნახსენები), ვუსურვებ 2023 წელი ქვეყნის დალაგების (მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების სახელმწიფო ინტერესებში გაერთიანების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის...) და მსოფლიოს დამშვიდების (მათ შორის, ომებისა და პანდემიების დასრულების...) წელი ყოფილიყოს! 

რეზონანსი
27.12.2022

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერი მომავალი წლიდან „გარკვეული გადაწყვეტილებების“ მიღებას ე. წ. პიროტექნიკის მიმართაც აპირებს. ამდენად, არც მისი რეალიზაციის და გამოყენების სრული აკრძალვაა გამორიცხული, რაც მისასალმებელია, მაგრამ, ვინაიდან ეს ყველაფერი მხოლოდ „მომავალი წლიდან“ იგეგმება, ხოლო ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, თავი ვალდებულად ჩავთვალე, თანამოქალაქეები საფრთხეების თაობაზე კიდევ ერთხელ გამეფრთხილებია. მით უმეტეს, რომ ყოველწლიურად 100-მდე ბავშვია დაზარალებული... თუმცა, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული ქვეყნის მოქალაქეებს არც ცხოველებისა და ფრინველების მიმართ გვეკადრება არაჰუმანური მოპყრობა...

რეზონანსი
20.12.2022

ერთგან უკვე დავწერე (სადაც შემეძლება, ყველგან მივაკაკუნებ), ჩემი სოფელი იმერულ ნახატს ჰგავს-მეთქი... და რა მერე, სოფელს გზა არ აქვს, წყალსა და გაზს ვინ დაეძებს. რომელ წლამდე აქვს ვადა სლოგანს, ეს სამივე ყველა სოფელსო... შარშან რომ ახალგაზრდა კაცი კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა, სასწრაფომ, ბოდიში, ვერ მოვალთო, ეს რომელი კვარტალის გეგმებში ჯდება ან იმის წინ სოფელში ხანძრის საშველად ტალახში ასრიალებული ეკიპაჟის მანქანა გადაჩეხვას გადაურჩა, ეგ როგორ "გავაპრავოთ"... მოხდება უბედურება, დაიყრება სოფლის გზაზე რამდენიმე მოტანა ხრეშის გორა, გაჩნდება სოფელში იმედი, გვეშველაო და ისე ეშველა თქვენს მტერს, ასე გრძელდება, წლებია... 

რეზონანსი
20.12.2022

ბატონებო, კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ მიღებული იქნა 2013 წელს, რაც გამოწვეული იყო სოფლის მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობის განვითარების ობიექტური აუცილებლობით. ფართო განხილვის საგანი გახდა კანონში 2015 წელს შეტანილი ცვლილებები და დამატებები, რომლითაც განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შიდასაწარმოო ურთიერთობათა წესები, რაც წარმოადგენს კოოპერატივის, როგორც სამეწარმეო ფორმის იდენტობის განმსაზღვრელ მთავარ კომპონენტს. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის განხილვა მიმდინარეობდა სამეცნიერო წრეების, სპეციალისტების და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. 

რეზონანსი
18.12.2022

დარწმუნებული ვარ, პარლამენტის წევრებმა იციან, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს დასამკვიდრებლად და ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაციისთვის, პირველ რიგში, დამოუკიდებელი სასამართლო გვჭირდება, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის გარანტი იქნება. თუმცა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უკვე მეოთხე „სასამართლო რეფორმის“ მე-4 ეტაპზეც („ტალღაზე“) კი დედაქალაქში მართლმსაჯულება სავაჭრო ცენტრის უკან მდგარი, სასამართლოსთვის სრულიად შეუფერებელი, შენობის სხვენსა და სარდაფში ხორციელდება... მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხზე კი მკაფიო წარმოდგენას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა (იუს) და უზენაესი სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა გვიქმნის, რომელიც, ფაქტობრივად, ერთი ე. წ. გავლენიანი ჯგუფის („კლანის“) მიერ შერჩეული იურისტებით არის დაკომპლექტებული...

რეზონანსი
12.12.2022

8-10 დეკემბერს ყირგიზეთის დედაქალაქში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერების სამიტი რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და 5 წევრიდან 2-ზე მძიმე სასანქციო ზეწოლის ფონზე შედგა. ამგვარი კონტექსტი სერიოზულ ტესტი გამოდგა გაერთიანების გამძლეობაზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად აგრძელებს სიცოცხლეს და ცდილობს გააფართოვოს კავშირები და ვაჭრობის მოცულობა გაზარდოს.

რეზონანსი
11.12.2022

მართალია, ისევე, როგორც დიდ პოლიტიკაში, დიდ ფეხბურთშიც შედეგი მნიშვნელოვანწილად დაფინანსებაზეა დამოკიდებული და კორუფციამაც მოიკიდა ფეხი, მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ისეთივე ადვილად პროგნოზირებადი არ არის, როგორც საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები. ამის გამო, მსოფლიოში ყველაზე მასობრივ და პოპულარულ სანახაობაში მონაწილე გრანდების პაექრობას კატარში მილიარდზე მეტი გულშემატკივარი დისტანციურად ადევნებს თვალს, ხოლო ათეულ ათასობით იღბლიანი - ტრიბუნებიდან. 

რეზონანსი
04.12.2022

თავიდანვე ვაცხადებ, ჩემთვის მართლმადიდებელ რუსსა და უკრაინელს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც მათი პრეზიდენტების რუსულად (ВЛАДИМИР) და უკრაინულად (ВОЛОДИМИР) დაწერილ სახელებს შორის... შესაბამისად, ძმებად თუ არა, ახლობლებად მაინც ვთვლი და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციასაც გამსახურდიასა და შევარდნაძის მომხრეების სისხლიან დაპირისპირებასავით განვიცდი. ტრაგედიაა, როდესაც, ნაცვლად იმისა, რომ მესვეურებმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე გასცენ ბრძანება და, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის ინტერესებში დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროპაში მცხოვრები, თანაც მომაკვდავ ერად მიჩნეული აღმოსავლეთ სლავების ორი მონათესავე ჯგუფი XXI საუკუნეში ერთმანეთს ჭურვებს ესვრის და „მტრის“ დახოცილი ჯარისკაცების რიცხვით იწონებს თავს... 

რეზონანსი
29.11.2022

მიწა ერისათვის მისი ყოფიერების ტერიტორიაა, ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც. იგი სასიცოცხლოდ აუცილებელი ბაზაა, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ქვეყნის ყოველმხრივი დამოუკიდებლობის ხარისხს და ფაქტობრივად წარმოადგენს მოცემულ სივრცეში ერის სულისდგმისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×