რეზონანსი
08.11.2022

მიიღებს თუ არა ნიკა გვარამაის შეწყალების გადაწყვეტილებას ევროპიდან დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტი? პოლიტოლოგი ვახტნგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და აუცილებლად გაივლის კონსულტაციას მმართველ პარტიასთან. თუმცა, მისივე თქმით, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოუკიდებული, თუ როგორი საუბრები ექნება პრეზიდენტს ევროპელ პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრისას.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს სტრასბურგსა და პარიზში. ზურაბიშვილის ევროპულ ტურნემდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ერთობლივი წერილით მიმართეს და შუამდგომლობა სთხოვეს, რათა მიმართოს სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით. 12 ევროპარლამენტარი კი პირადაპირ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია.

„ერთია რა იწერება ამ რეზოლუციებში და რა მოთხოვნები აქვთ ევროპარლამენტარებს, მაგრამ მეორეა პირისპირ შეხვედრები, რომელიც ექნება სალომე ზურაბიშვილს ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, გამორიცხვით არაფერს გამორიცხავ, მაგრამ ამ დროს და ამ ვითარებაში არგუმენტის მოყვანა, რომ გვარამიას გათავისუფლება შეასუსტებს პოლარიზაციას, დამაჯერებელი არ არის.

„მე მაინც ვფიქრობ, დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილი  გვარამიას არ შეიწყალებს. მიუხედავად დაპირისპირებისა ხელისუფლებასთან, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მას მაინც ექნება კონსულტაციები მმართველ გუნდთან. დაველოდოთ, რა საუბრები და რა მოხოვნები ექნებათ პარტნიორებს პრეზიდენტთან შეხვედრისას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×