ნაზი ბერიძე
07.01.2024

მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვება გარდაუვალია, მათი მხარდაჭერის მაჩვენებელი კი დღეს დაახლოებით 60%-მდეა. ანალიტიკოსები ასეთ ოპტიმიზმს ეჭვის თვალით უყურებენ, ვინაიდან არცერთი სოციოლოგიური გამოკითხვა მსგავს შედეგებს არ აჩვენებს. თუმცა ამბობენ, რომ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ნაზი ბერიძე
07.01.2024

მმართველი პარტიის მოსაზრებას, რომ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებისთვის სამუშაო ჯგუფების შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია კრიტიკით შეხვდა. ანალიტიკოსების აზრით, „ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა მართლაც უარი თქვა სამუშაო ჯგუფებში მუშაობაზე, მაგრამ არსებობს სხვა მექანიზმებიც და საპარლამენტო კომიტეტებიც, სადაც მუშაობა და საქმის გაკეთება შესაძლებელია. თუმცა, ხელისუფლება ამ შემთხვევაში თამაშობს ისე, როგორც მისთვის არის მომგებიანი, ხოლო ოპოზიციამ კი ამას „ოცნების" ძველი განცხადებების გახსენებისა და კრიტიკის ნაცვლად, რამე კონკრეტული ქმედებები და შეთავაზებები უნდა დაუპირისპიროს.

თამთა ჩაჩანიძე
06.01.2024

ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გასული წლის ბოლო დღეებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ სომხური დიასპორისა სხვა ეთნიკური ჯგუფების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ეხება „ბიუჯეტიდან" მხოლოდ ეთნიკურად აფხაზი ახალშობილებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების დაწესებას. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი დისკრიმინაცია აფხაზეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას გაამწვავებს.

რეზონანსი
30.12.2023

რუტინულად გამოცხადებულმა „ქართული ოცნების“ მორიგმა ყრილობამ ქართულ პოლიტიკაში ტექტონიკური ცვლილებები გამოიწვია. პოლიტიკიდან უკვე ორჯერ წასული მისი დამფუძნებელი, ყველასათვის  მოულოდნელად დაბრუნდა. თავისივე ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტიდან პარტიის მთავარი პოლიტიკური კონსულტატი იქნება. იგი არ ადასტურებს რაიმე საკადრო ცვლილებებს და არც პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას აპირებს.

ელზა პაპოშვილი
29.12.2023

2023 წელი განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა მოვლენებით, რომლებიც მომავალში საქართველოს, ჩვენი რეგიონისა და ზოგადად მსოფლიოსათვის შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს. თუმცა, წლის შეჯამებისას „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ორ მათგანს ანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას - საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასა და რუსეთი უკრაინის ომს. გარდა ამისა, იყო ბევრი სხვა რამ, რაც მომავალში სწორედ 2023 წელთან იქნება ასოცირებული, რამაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ან ემოციური გავლენა მოახდინა ქვეყანაზე.

ელზა პაპოშვილი
29.12.2023

მმართველი გუნდი ექიმებისგან მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობაზე ახსნა-განმარტებებს ითხოვს. თუკი ექიმები იტყვიან, რომ ციხეში დაბრუნება შესაძლებელია, ის რუსთავის სასჯელაღსრულების საკანში უნდა გადაიყვანონ. „ხალხის ძალის“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტი კარგადაა და ციხეში უნდა დაბრუნდეს.  როგორც დეპუტატები მიანიშნებენ, ექიმებმა იცრუეს, როდესაც ამბობდნენ რომ „ვივამედის“ პაციენტი პატიმრის მდგომარეობა მძიმე იყო.   

ნაზი ბერიძე
29.12.2023

ბოლო გამოკითხვებში მიზერული მაჩვენებლის დაფიქსირებისა და იმ გარემოების ფონზე, რომ „ოცნება" 5%-იან საარჩევნო ბარიერს არ ამცირებს, ოპოზიციურ პარტიებში გაერთიანების პროცესი გაცხოველდა. ამჯერად „ლელოს" ლიდერმა არაორაზროვნად, მიანიშნა, რომ ყაბულსაა მელიას გუნდთან გარკევეული პოლიტიკური ერთობა შეკრას. ნაცმოძრაობიდან ლტოლვილ ექსთავმჯომარეს ამაზე ჯერ რეაგირება არ ჰქონია, თუმცა გუშინ მისმა თანამოაზრე ბაჩო დოლიძემ ასევე კატეგორიულად აღნინშა, რომ გაერთიანებას არავისთან არ გეგმავენ.

ნაზი ბერიძე
28.12.2023

მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დღევანდელი გადასახედიდან, მხოლოდ ორ პარტიას აქვს გარანტირებული 5%-იანი ბარიერის გადალახვა - „ქართულ ოცნებასა" და ენმ-ს. კიდევ რამდენიმე პარტია 5%-ის ზღვარზეა წინასწარ მათ პერსპექტივაზე საუბარი რთულია. თუმცა, ხმების პროცენტული განაწილების ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა დიდი მნიშნელობა ჰქონდეს იმას, თუ ვინ დაიკავებს არჩევნებზე მესამე ადგილს. ვის აქვს ამის ყველაზე მეტი შანსი?

ნაზი ბერიძე
28.12.2023

პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში" სახალხო დამცველის კონსილიუმი იანვარში მოინახულებს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა და მიანიშნა, რომ ექიმთა დასკვნის შესაბამისად, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს სააკაშვილის საპატიმროში დაბრუნების საკითხი. რას ნიშნავს ეს და ხომ არ მზადდება ნიადაგი იანვარში სააკაშვილის ციხეში გადასაყვანად?

ნაზი ბერიძე
27.12.2023

ოთხშაბათს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება საპროტესტო აქციების ფონზე მოახდინა, - ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.

ნაზი ბერიძე
27.12.2023

ოპოზიცია კოალიციური მთავრობის შექმის პერსპექტივაზე ალაპარაკდა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ გამორიცხავს - დღეს არსებული ძალთა ბალანსის პირობებში რეალურად არსებობს თუ არა მოვლენების ამ მიმართულებთ განვითარების შესაძლებლობა. ექსპერტების შეფასებით, შანსი არსებობს, მაგრამ, საეჭვოა, რომ ცალკეულმა პარტიებმა თავიანთი იდენტობა დაკარგონ და ასეთ კოალიციაში შევიდნენ.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×