ქრისტინე კაპანაძე
09.02.2021

 მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ბუნებრივი (ნულოვანი) ბარიერის დაწესების შემთხვევაში ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა, მხოლოდ მამუკა მდინარაძისა და იაგო ხვიჩიას ერთობლივი ოცნებაა. ამის შესახებ „რეზონანსს" „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
08.02.2021

რამდენად რეალურია, რომ მასობრივი საერთაშორისო მოგზაურობა 2021 წელს აღდგეს, თუკი ვაქცინის ორივე დოზის გაკეთების შემთხვევაშიც კი სპეციალისტები ვირუსის გადადების გარკვეულ რისკებს მაინც ხედავენ და გახდება თუ არა გადაადგილების აუცილებელი პირობა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თამთა ჩაჩანიძე
08.02.2021

საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩაერთოს და 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ საკუთარი ბრალდებები ფაქტებით დაადასტუროს - ხოლო „ნაცმოძრაობას" არჩევნებიდან 100 დღის შემდეგ, საგამოძიებო კომისიის შექმნა ფარსად ეჩვენება.

ქრისტინე კაპანაძე
08.02.2021

 ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის თუ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ გამართული სხვადასხვა საპროტესტო აქციების მიუხედავად, ხალხის ნაკადი აღნიშნულ აქციებზე საგრძნობლად შესუსტებულია.

ია აბულაშვილი
08.02.2021

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის გამართვამდე ევროპარლამენტი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ კვლავ მოუწოდებს. მათი განცხადებით, ქვეყნის მომავლისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მანდატების აღება.

ელზა პაპოშვილი
08.02.2021

საგანგებოდ ჩანიშნული წმინდა სინოდის სხდომა და გაურკვევლობა - რა თემებს განიხილავენ  მომავალ სხდომაზე, დეტალებზე საუბარს ყველა თავს არიდებს და ამბობენ, რომ ამის შესახებ საუბარი არ სურთ.   

თამთა ჩაჩანიძე
07.02.2021

რატომაა მნიშვნელოვანი "კომენდანტის საათის" არსებობა და აქვს თუ არა მას რეალური დადებითი ზეგავლენა პანდემიის საერთო სურათზე იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ დაწყებულა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

თამთა ჩაჩანიძე
07.02.2021

სპეციალისტები თვლიან, რომ აკრძალვების მოხსნის შემდგომ, ადამიანების მხრიდან რეგულაციების არდაცვამ შესაძლოა, ქვეყანა მესამე ტალღის წინაშე მალევე დააყენოს, მოსახლეობის 70%-მდე აცრას კი, სახელმწიფოს გათვლებით, შესაძლოა, წელიწადზე მეტი დრო დასჭირდეს.

ელზა პაპოშვილი
06.02.2021

უკანონო ტყვეობის ათვლა დაიწყო - ახლა სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს, როგორ გაათავისუფლოს დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს 33 წლის მოაქალაქე ზაზა გახელაძე, რომელსაც ე.წ. საზღვრის უკანონო  გადალახვას და რუსი ჯარისკაცებისთვის ცეცხლის გახსნას ედავება. გახელაძეს დე ფაქტო სასამართლომ 12 წელი და 5 თვე მიუსაჯა. 

ელზა პაპოშვილი
06.02.2021

დარჩა თუ არა რაიმე სახის რესურსი იმისთვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს. მოხდება თუ არა მათ შორის კონსენსუსი, თუ სიტუაცია კიდევ უფრო ჩიხში შევა. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ დეპუტატების პარლამენტში შეყვანის მიზნით ხელის გადაგრეხვის პოლიტიკა დაიწყო. პროკურატურამ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები განაახლა და მათი დაჭერით იმუქრებიან. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდეს. 

ქრისტინე კაპანაძე
06.02.2021

 აშშ-ის ახალი პრეზინდეტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გააქტიურდა. კეთდება მნიშვნელოვანი განცხადებები და იკვეთება რადიკალური პოზიციები აშშ-ის მხრიდან რუსეთის მისამართით. ჩნდება ვარაუდიც, რომ შეერთებული შტატები საფუძვლიანად შეცვლის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკას და განამტკიცებს დასავლეთის პოზიციებს მსოფლიო მასშტაბით.

თამთა ჩაჩანიძე
05.02.2021

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოფიციალური თბილისი მომხდარს გმობს და მიიჩნევს, რომ გახელაძის დაპატიმრებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×