ნაზი ბერიძე
27.01.2024

ეუთო-ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გარდა, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დამკვირვებლების გამოგზავნის გეგმას ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოებიც განიხილავენ. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ თვალსაზრისით წლევანდელი არჩევნები მნიშნელოვნად იქნება განსხვავებული 2020 წლის არჩევნებისაგან. რით არის განპირობებული ევროპის ასეთი ინტერესი და რა პრაქტიკული შედეგი ექნება ამას?

ელზა პაპოშვილი
26.01.2024

ცდილობს თუ არა ოპოზიცია ე.წ. მესამე ძალის შექმნას და „შუაშისტური“ ამომრჩევლის  მობილიზებას? ასეთ ამომრჩეველს კი არც „ნაცები“ სურს და არც „ქოცები“. ამიტომ ეძებს ალტერნატიულ მესამე ძალას, რომელიც  არცერთ მათგანთან კავშირში არ იქნება. ეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა კარგად იციან და დიდი ალბათობით, ახალი ძალების მობილიზება სწორედ ამ კატერგორიის ელექტორატიდან უნდა მოხდეს. 

თამთა ჩაჩანიძე
26.01.2024

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (CSF) 2023 წლის განახლებული ინდექსის მიხედვით, საქართველო რეფორმების პროგრესის კუთხით, მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება განხილულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შედეგები და ქვეყნების მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი, რომელიც შედგენილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მმართველი კომიტეტის მიერ, ალექსანდრ საბუს რედაქტორობით.

ნაზი ბერიძე
26.01.2024

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციურ სპექტრში შესაძლო ალიანსებსა და კავშირებზე საუბრობენ. პარტია „გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ ამჯერად „ნაციონალურ მოძრაობასთან" მამუკა ხაზარაძის „ლელოს" შერწყმა არ გამორიცხა და მათ საერთო იდეოლოგიურ და წარმოშობის კრიტერიუმებში დასდო ბრალი.

თამთა ჩაჩანიძე
26.01.2024

გადავა თუ არა საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესზე, ეს 9 პუნქტის შესრულებაზეა დამოკიდებული, რაზე მუშაობაც, ევროკომისიის რეკომენდაციით, ინკლუზიური უნდა იყოს. 29 იანვარს „ქართული ოცნება" გეგმის შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს, და მასში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგელლებიც მიიღებენ მონაწილოებას.

ნაზი ბერიძე
25.01.2024

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ექსპრემიერ გახარიას თვეების განმავლობაში გარკვეულწილად მიჩუმებული პარტია ერთბაშად გამოცოცხლდა და ოპონენტებს, შეიძლება ითქვას, დაერია. ჯერ „ლელოს" დაუპირისპირდა, მერე „ნაცებს" და ახლა „ოცნებას". კერძოდ, პარტია „საქართველოსთვის" აღშფოთებულია ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ ოპოზიციიდან საარჩევნო ბარიერის გადალახვას მხოლოდ ენმ შეძლებს.

ნაზი ბერიძე
25.01.2024

ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად აქვს ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების სამოქმედო გეგმა, რაც აუცილებელია გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, და აანონსებს შეხვედრას ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით, ამ დათქმების შესასრულებლად მუშაობის დაწყებაზე.

თამთა ჩაჩანიძე
25.01.2024

„გირჩის" დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის პროგნოზი იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება" არჩევნებს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგებს, გამომდინარეობს იქიდან, რომ „ოპოზიცია ხელისუფლების მიერ მოსყიდულია." ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ოპოზიციას გულყრა აქვს და „სუპერპოპულისტური განცხადებებით მხარდამჭერების გამხნევებას ცდილობს".

თამთა ჩაჩანიძე
25.01.2024

უმრავლესობაში მოლოდინი აქვთ, რომ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას შეუერთდება, ეს ვარაუდი ცოტა ხნის წინ „ოცნების" მხრიდანაც გაჟღერდა. თუმცა ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლა ნაკლებსავარაუდოა, რადგან მას ლიდერობის პრეტენზია ექნება და „რომელიღაცა პარიტის ლიდერმა ტახტი უნდა გაუყოს", რაც არცერთი ძალის გეგმებში არ შედის.

თამთა ჩაჩანიძე
24.01.2024

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ლეგიტიმაციას კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს და ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ვენეციის კომისიის დასკვნა მოჰყავს. კალანდარიშვილის ოპოზიციონერი მოადგილე აცხადებს, რომ მმართველმა პარტია თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალა კანონმდებლობა, რადგან სხვა შემთხვევაში დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სწორე ის იქნებოდა. რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტები, უნდა ველოდოთ თუ არა არჩევნებამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევას და რისთვის ამზადებს საფუძველს ოპოზიცია დღეს ცესკო არალეგიტიმურობაზე საუბრით?

ელზა პაპოშვილი
24.01.2024

ვის და როგორ შეუძლია ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მიმხრობა, რომლებისთვისაც მიუღებელია როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“? ანალიტიკოსთა შეფასებით, არჩევნებამდე დარჩენი 10 თვეში ახალი ე.წ. მესამე ძალის ფორმირება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამას, სავარაუდოდ, ოპოზიციაშიც აცნობიერებენ. მოქმედ პარტიებში კი, მათივე შეფასებით, არის რამდენიმე პოლიტიკური ძალა და ფიგურა, რომელიც, საარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვის შემთხვევაში, შუაშისტებისათვის შეიძლება მიმზიდველი იყოს.

ნაზი ბერიძე
24.01.2024

აპირებს თუ არა პარლამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიური პროცესების გააქტიურებაზე რეზოლუციის მიღებას? ამ წინადადებით ოთხშაბათს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია გამოვიდა და შესაბამისი კომისიის სხდომის მოწვევა მოითხოვა, რაზეც მმართველი პარტიის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ხელისუფლებას უმოქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×