გვანცა წულაია
09.10.2024

ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს. შესაბამისი რეზოლუცია უკვე მომზადდა, რის გათვალისწინებასაც ქართული მხარე არ აპირებს, რადგან ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

გვანცა წულაია
08.10.2024

წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნესში რაიმე დაძაბულობა არ იკვეთება. მიმდინარე ეტაპზე პოლიტიკური ვითარება სტაბილურია და არჩევნებამდე არსებული სიტუაცია მშვიდია. ამიტომ კერძო სექტორი განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა არის გარკვეული მიზანმიმართული შეფასებებიც.

გვანცა წულაია
08.10.2024

საქართველო აზერბაიჯანისგან უახლოეს მომავალში ბენზინის შესყიდვას დაიწყებს. მიმდინარე ეტაპზე მოსაგვარებელი მხოლოდ ტექნიკური საკითხები რჩება და მისი დასრულების შემდეგ, მეზობელი სახელმწიფოსგან დიზელთან ერთად, ბენზინიც შემოვა. 

ქეთო გოგოხია
07.10.2024

ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გაძლიერდა და რადიკალური ოპოზიციაც ამას საკმაოდ უწყობს ხელს, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ალბათობაც გაზრდილია. ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ საქმე აქამდე არ მივა, თუმცა თუ დასავლეთი მსგავს გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს და არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდება, პირველ რიგში, ტურიზმი და მომსახურების სფერო დაზარალდება. ცხადია, მძიმე შედეგი იქნება ინვესტიციების მხრივ და ლარის კურსსაც შეარყევს. 

ქეთო გოგოხია
07.10.2024

აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება საქართველოს ენერგოსისტემას, კერძოდ კი, ,,ენგურჰესის" საქმიანობას ხელს უშლის. ბოლო წლების განმავლობაში მომგებიან პოზიციაზე მყოფი კომპანია წამგებიანი გახდა, რის მიზეზადაც სწორედ აფხაზეთის ფაქტორი სახელდება. ჰესი უკვე ზარალზეა. აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და აფხაზეთში გამრიცხველიანების სისტემის დანერგვა, რაც ,,ენგურჰესისთვის" ყველაზე დიდი შეღავათი იქნება, წინაარმდეგ შემთხვევაში პრობლემები გაღმავდება.

გვანცა წულაია
07.10.2024

ლარს არჩევნების მოახლოება უკვე დაეტყო, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ჯერჯერობით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თუ 26 ოქტომბრამდე სტაბილურობა იქნება და დაძაბულობა არ შეიქმნება, ეროვნულ ვალუტას გაუფასურება არ ელის. სიტუაციის შებრუნების და პოლიტიკურად მწვავე გარემოს შექმნის შემთხვევაში კი, მოსალოდნელია, რომ ეროვნული ვალუა 2.85-ის ნიშნულამდე დაეცემა.

ირმა ჩიტაია
03.10.2024

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი საომარი მდგომარეობა თუკი გაგრძელდა, გლობალური ეკონომიკა საფრთხის წინაშე დადგება. თუ კონფლიქტის ესკალაცია დროულად არ მოხდა ეკონომიკური პრობლემები გარდაუვალი იქნება. პირველ რიგში შეფერხდება ინვესტირება. პარალელურად, შესაძლოა ისედაც პრობლემურ სუეცის არხზე ახალი საფრთხე გაჩნდეს და ტვირთების გადაზიდვები საერთოდ შეუძლებელი. მართალია, ალტერნატიული გზაც არის აფრიკის გავლით, მაგრამ ეს გზა გაცილებით მეტ დროს და ხარჯებს მოითხოვს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მისი გამოყენების აუცლებლობა არ დადგება, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაჭრით რამის უარყოფა შეუძლებელია. 

გვანცა წულაია
03.10.2024

ქვეყანაში არც ისე სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მომავალი წლიდან, საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. დეპუტატებს და სხვადასხვა თანამდებობის პირებს ანაზღაურება იმაზე ბევრად მეტად მოემატებათ, ვიდრე საქართველოში საშუალო ხელფასია. 

გვანცა წულაია
03.10.2024

საქართველოში ელექტრომობილები პოპულარობით ვერ სარგებლბს. ქვეყანაში ყოველთვიურად დაახლოებით 100 დენზე მომუშავე ავტომობილი შემოდის, რაც ძალიან ცოტაა. სიმცირის მიზეზი კი, პირველ რიგში, დასატენი ობიექტების ნაკლებობა და ასევე დრო, რომელიც მანქანას დასამუხტად სჭირდება. 

გვანცა წულაია
02.10.2024

საქართველომ შუა დერეფანის როლი არც ისე კარგად აითვისა. ირკვევა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სულაც არ არის ისეთი სიტუაცია, როგორი მოლოდინიც აქამდე არსებობდა. თავი იჩინა ბევრმა პრობლემამაც. 

ქეთო გოგოხია
02.10.2024

წინასაარჩევნო განწყობა უძრავი ქონების ბაზარზე არ ასახულა. როგორც ბინების რეალიზაცია, ასევე ქირის ფასი ბოლო პერიოდში სტაბილურად არის შენარჩუნებული. დაქირავების ღირებულებამ ცოტათი იკლო კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა სეზონურობიდან გამომდინარე, გაზრდილია. მოსალოდნელი დაძაბულობის ფონზე ბაზრის ტენდენციას დეველოპერები და ბროკერებიც დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ რეალიზაციის ტემპი ჯერაც აქტიურია და მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით გაიზარდა კიდეც.

გვანცა წულაია
01.10.2024

მსოფლიოსა და საქართველოში ნავთობპროდუქტები იაფდება. ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა, მართლაც დადებითია და მომავლის პერსპექტივაც ისეთივეა, როგორც ბაზრებზე დღეს არსებული სიტუაციაა. საწვავი როგროც საერთაშორისო ბაზარზე, ისე საქართველოშიც გაიაფდება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×