ქეთო გოგოხია
14.10.2024

არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი, პრაქტიკულად, ეჭქვეშ აღარ დგას, თუმცა არავინ დავობს, რომ გარკვეული დაძაბულობა მოსალოდნელია, რამაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკაში უარყოფითი პროცესებიც წარმოშვას. ასეთ ვითარებაში ფინანსური ნაკადები შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ეს დიდ პრობლემებს არ გამოიწვევს. სპეციალისტები მთავრობას ექსპორტის ხელშეწყობასა და ზრდისკენ მოუწოდებენ, რაც ეკონომიკას მეტ სტაბილურობას მოუტანს.

ქეთო გოგოხია
11.10.2024

სოფლის მეურნეობა მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა და სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს. აგრარულ სექტორში განხორციელებული პროექტები მაქსიმალურად უწყობს ხელს  ქართული წარმოების ზრდას და ახალგაზრდობის სოფლად დამაგრებას, რაც აქამდე სერიოზულ გამოწვევა იყო. 

გვანცა წულაია
10.10.2024

მინიმუმ 2026 წლამდე კომუნალური ტარიფები არ შეიცვლება. საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი იაფი ქვეყანაა, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის გადასახადების მომსახურება მაინც პრობლემაა.

გვანცა წულაია
10.10.2024

საქართველოში გამოთვლილი საშუალო ხელფასი რეალობას არ ასახავს და საერთოდ არ მეტყველებს მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლებზე. რეალობას მედიანური ხელფასი უფრო შეესაბამება და მათ შორის სხვაობა 30%-ია. გამოდის, რომ დასაქმებულები იმაზე გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე სტატისტიკა აჩვენებს.

ქეთო გოგოხია
09.10.2024

2025 წლიდან ქალქაიდან ქალაქში მიკროვატობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძლება. ეს ვალდებულება საქალაქთაშორისო მგზავრობის სისტემას თავდაყირა აყენებს. გარდა იმისა, რომ მიკროავტობუსები შორ მანძილზე მგზავრებს ვერ მოემსახურებიან, მოსალოდნელია ტარიფების გაზრდა და  ტრანსპორტირების დროის გახანგრძლივება, რადგან "მარშრუტკები" გაცილებით მოქნილი სატრანსპორტო საშუალებაა, ვისდრე ავტობუსები.

გვანცა წულაია
09.10.2024

ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს. შესაბამისი რეზოლუცია უკვე მომზადდა, რის გათვალისწინებასაც ქართული მხარე არ აპირებს, რადგან ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

გვანცა წულაია
08.10.2024

წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნესში რაიმე დაძაბულობა არ იკვეთება. მიმდინარე ეტაპზე პოლიტიკური ვითარება სტაბილურია და არჩევნებამდე არსებული სიტუაცია მშვიდია. ამიტომ კერძო სექტორი განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა არის გარკვეული მიზანმიმართული შეფასებებიც.

გვანცა წულაია
08.10.2024

საქართველო აზერბაიჯანისგან უახლოეს მომავალში ბენზინის შესყიდვას დაიწყებს. მიმდინარე ეტაპზე მოსაგვარებელი მხოლოდ ტექნიკური საკითხები რჩება და მისი დასრულების შემდეგ, მეზობელი სახელმწიფოსგან დიზელთან ერთად, ბენზინიც შემოვა. 

ქეთო გოგოხია
07.10.2024

ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გაძლიერდა და რადიკალური ოპოზიციაც ამას საკმაოდ უწყობს ხელს, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ალბათობაც გაზრდილია. ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ საქმე აქამდე არ მივა, თუმცა თუ დასავლეთი მსგავს გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს და არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდება, პირველ რიგში, ტურიზმი და მომსახურების სფერო დაზარალდება. ცხადია, მძიმე შედეგი იქნება ინვესტიციების მხრივ და ლარის კურსსაც შეარყევს. 

ქეთო გოგოხია
07.10.2024

აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება საქართველოს ენერგოსისტემას, კერძოდ კი, ,,ენგურჰესის" საქმიანობას ხელს უშლის. ბოლო წლების განმავლობაში მომგებიან პოზიციაზე მყოფი კომპანია წამგებიანი გახდა, რის მიზეზადაც სწორედ აფხაზეთის ფაქტორი სახელდება. ჰესი უკვე ზარალზეა. აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და აფხაზეთში გამრიცხველიანების სისტემის დანერგვა, რაც ,,ენგურჰესისთვის" ყველაზე დიდი შეღავათი იქნება, წინაარმდეგ შემთხვევაში პრობლემები გაღმავდება.

გვანცა წულაია
07.10.2024

ლარს არჩევნების მოახლოება უკვე დაეტყო, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ჯერჯერობით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თუ 26 ოქტომბრამდე სტაბილურობა იქნება და დაძაბულობა არ შეიქმნება, ეროვნულ ვალუტას გაუფასურება არ ელის. სიტუაციის შებრუნების და პოლიტიკურად მწვავე გარემოს შექმნის შემთხვევაში კი, მოსალოდნელია, რომ ეროვნული ვალუა 2.85-ის ნიშნულამდე დაეცემა.

ირმა ჩიტაია
03.10.2024

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი საომარი მდგომარეობა თუკი გაგრძელდა, გლობალური ეკონომიკა საფრთხის წინაშე დადგება. თუ კონფლიქტის ესკალაცია დროულად არ მოხდა ეკონომიკური პრობლემები გარდაუვალი იქნება. პირველ რიგში შეფერხდება ინვესტირება. პარალელურად, შესაძლოა ისედაც პრობლემურ სუეცის არხზე ახალი საფრთხე გაჩნდეს და ტვირთების გადაზიდვები საერთოდ შეუძლებელი. მართალია, ალტერნატიული გზაც არის აფრიკის გავლით, მაგრამ ეს გზა გაცილებით მეტ დროს და ხარჯებს მოითხოვს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მისი გამოყენების აუცლებლობა არ დადგება, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაჭრით რამის უარყოფა შეუძლებელია. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×