ქეთო გოგოხია 23.09.2024

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წინა წლების მსგავსად, წელსაც განხორციელდება. გადაწყვეტილება მთავრობამ დარგის ხელშეწყობის მიზნით მიიღო. ამით ყველა პირობა შეექმნა ფერმერებს, რომ ჩაუბარებელი მოსავალი არ დარჩეს და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.
|
ირმა ჩიტაია 19.09.2024

ინვესტიციების რაოდენობა თანდათან მცირდება. მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ინვესტორები სიფრთხილის რეჟიმში გადავიდნენ. მდგომარეობას აშშ-ს მხრიდან წამოსული სანქციებიც ართულებს. შესუსტებული საინვესტიციო გარემო კი ეკონომკის შემაფერხებელი ნაწილია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი კაპიტალის დაბანდება წარმოუდგენელია.
|
გვანცა წულაია 19.09.2024

ქართული ბიზნესი კადრების დეფიციტს ისევ განიცდის და ამის მთავარი მიზეზი ხელფასი და კვალიფიკაციაა. დასაქმებულებს ანაზღაურება არ აკმაყოფილებთ, ბინზესი კი ამბობს, რომ ხელფასებს მეტად ვეღარ გაზრდის, წინააღმდე შემთხვევაში პროდუქციის გაძვირება მოუწევს.
|
გვანცა წულაია 18.09.2024

ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო. ერთ დღეში ეროვნული ვალუტა ორი პუნქტით დაეცა. თუ კი აქამდე კურსი ეტაპობრივად მყარდებოდა და სტაბილურ ნიშნულზე იყპ, ახლა მდგომარეობა შეიცვალა. "რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რას უკავშირდება ლარის გაუფასურება და რა პროცესები დაიწყება მოახლოებული არჩევნებისა და ამოქმედებული სანქციების ფონზე?
|
გვანცა წულაია 17.09.2024

აშშ-დან საქართველოს მოქალაქეების მისამართით სანქციები ახალი პაკეტი დაიძრა. ამჯერად საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელძღვანელ ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილეზე. სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე "ალტ ინფოს” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. მათ გარდა, სავიზო შეზღუდვა დაუწესა 60-ზე მეტ ქართველს და მათ ოჯახის წევრებს. სანქციები ქართველების მიმართ აშშ-ს აქამდეც დაუწესებია, მაგრამ მაშინდელ გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, ამჯერად უნდა ველოდოთ თუ არა პრობლემების ტალღას?
|
გვანცა წულაია 17.09.2024

საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელსაც სტაბილურად იზრდება და როგორც მთავრობაში ითქვა, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ განვითარება მომავალშიც გაგრძელდეს, თუმცა წინ არჩევნებია. საინტერესოა, 26 ოქტომბრის შემდეგ ხომ არ შეიქმნება საფრთხე, მით უმეტესს, რომ სანქციების საკითხი საქართველოსთვის ხელახლა დაიძრა.
|
ირმა ჩიტაია 16.09.2024

ავარიული სკოლების დემონტაჟისა და რეაბილიტაციის პრობლემა კვლავ აქტუალურია. ახალი სასწავლო წლის დაწყება ბავშვების ნაწილს ისევ სხვადასხვა სკოლებში შეხიზნულებს უწევთ. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ავარიული სასწავლო დაწესებულებების მასობრივი დემონტაჟი მიმდინარეობს. ზოგიც დათქმულ დროზე შენდება და ახლდება, მაგრამ არის სკოლები, სადაც მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი უსასრულოდ გაიწელა.
|
ქეთო გოგოხია 16.09.2024

სამშენებლო სფეროს რეგულირების მიუხედავად, დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებშიც მშენებლობები ისე მიმდინარეობს, რომ გარშემო ინფრასტრუქტურა ზიანდება და მოქალაქეების უსაფრთხოება რისკი ექმნება. კერძო სექტორი და არც მერია მოსახლეობასთან კომუნიკაციას და არც გაცემული ნებართვების გადახედვას არ ცდილობენ, რაც საბოლოოდ მობინადრეებს დიდ პრობლემას უქმნის. განსაკუთრებით უჭირთ ახლომდებარე დაბალ შენობებს, რადგან მიმდინარე მშენებლობის გამო იშლება ქანები და იბზარება საცხოვრებელი კორპუსები აღარაა უსაფრთხო. პრობლემას სპეციალისტები კანონმდებლობის ხარვეზს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ნებართვების გაცემამდე არ ხდება მშენებლობასთან დაკავშირებული გარკვეული საკთხების შესწავლა, მათ შორის, მოსახლეობასთან ურთიერთობა, ჰიდროგეოლოგიის გათვალისწინება და სხვა, რაც საერთოდ კანონმდებლობის მიღმაა.
|
ქეთო გოგოხია 16.09.2024

მომსახურების სფეროში უცხოელი იაფი მუშახელი მომრავლდა. განსაკუთრებით საკურიერო ბიზნესში, სადაც მიმტანებად არაერთი ჩინელი, ინდოელი და ირანელია დასაქმებული. როგორც ჩანს, საქართველოში არსებული კადრების დეფიციტის შევსებას ბიზნესი უფრო დაბალანაზღაურებადი ქვეყნებიდან სამუშაო ძალის მოზიდვით ცდილობს. პრობლემას ამ შემთხვევაში ენის ბარიერი ქმნის, რაც მომსახურების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს და მომხმარებლებშიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მიუხედავად ამისა, ეს უცხოელების დასაქმებას ხელს არ უშლის.
|
გვანცა წულაია 12.09.2024

ზაფხულის სეზონზე ბათუმი ტურისტებით განსაკუთრებით დაიტვირთა. მათი სიმრავლე იგრძნობოდა გზებზე, სხვადასხვა ობიექტის რიგებში თუ სანაპირო ზოლზე. აქტივობა შეიმჩნეოდა სხვა ზღვისპირა ქალაქსა თუ საქართველოს მთებში, მაგრამ განსაკუთრებულად დატვირთული სწორედ ბათუმი აღმოჩნდა. მაღალი აქტივობის გამო სხვადასხვა სახის პრობლემა შეიქმნა, გზებზე და კვების ობიექტებში, თუნდაც გასართბ სივრცეებში.
|
გვანცა წულაია 12.09.2024

საქართველოში სესხებზე ხელმისაწვდომობა მზარდია, თუმცა პრობლემა კრედიტების სიძვირეა და ამ სიძვირით ქვეყანა მსოფლიოში 23-ე ადგილზეა. მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო მსესხებლების ნაწილი ე.წ. შავ სიაში ხვდება.
|
გვანცა წულაია 12.09.2024

მალე საქართველოში იქნება თანამედროვე სისტემა, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზს და ადრეული შეტყობინების სისტემას. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|