რეზონანსი
27.06.2022

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის ბავშვი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, "ჰონდას" მარკის ავტომობილი, ლაგოდეხი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ შრომასთან მანქანას ბავშვმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა.

დაშავებული, ჯერ ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს, მძიმე მდგომარეობის გამო კი თბილისში გადმოჰყავთ.

სოფელ შრომაში, მოსახლეობა რამდენიმე თვეა, ცენტრალურ მაგისტრალზე "მწოლიარე პოლიციელის" დამონტაჟებას ითხოვს, ვინაიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ მონაკვეთზე ავარია ხდება.

წყარო: „მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×