რეზონანსი
30.06.2022

ბათუმის პორტში რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის 2 ტანკერი დგას, რომელთაგან ერთი რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს, მეორე კი პირდაპირ რუსეთიდან შემოვიდა.

ცნობილია, რომ პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M-ი დგას. რუსული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სამი დღის წინ, 27 ივნისს შემოვიდა.

ოფიციალური მონაცემებით, ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M-ი 30 მაისს დაიძრა რუსეთიდან, კერძოდ კი, ქერჩის სრუტიდან ეგვიპტისკენ. ეგვიპტეში, დუმიათის პორტში, ის 10 ივნისს შევიდა, იქ ერთი დღე დაყო და 11 ივნისს გეზი ბათუმის პორტისკენ აიღო.

კიდევ ერთი გემი, რომელიც ამჟამად ბათუმის საზღვაო აკვატორიაში იმყოფება, მალტის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Minerva Gloria არის. ოფიციალური მონაცემებით, Minerva Gloria ნოვოროსიისკის პორტიდან გამოვიდა.

ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი ბათუმის პორტთან ახლოს, მახინჯაურში ღუზაზე დგას.

წყარო: „მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×