რეზონანსი
25.07.2022

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლების ტონის შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანი არ ჰგონია.

„ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლების ტონის შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანი არ მგონია. რა თქმა უნდა, ეს საკითხია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არ მგონია. მეორე მხრივ, ვიტყოდი, რომ როგორც ესენი საუბრობენ, ისეთ პასუხებს იღებენ იქიდანაც. რა თქმა უნდა, არც ამათი ტონი მომწონს. მინდა, ჩვენს ხელისუფლებას უფრო პატივისცემით ესაუბრებოდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, პატივისცემას დამსახურება სჭირდება.

რაც შეეხება ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირებას, ძალიან ბევრი ფქტორია, რის გამოც შესაძლოა, ამ საკითხზე იყოს მოთხოვნა, ფიქრიც და საჭიროებაც, მაგრამ თუ რამისთვის უნდა დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი გარემოცვა, პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ აქვს ჩადენილი. რასაკვირველია, უკრაინასთან დაკავშირებით ივანიშვილის მიერ მართული მთავრობის პოზიციები ძალიან ხშირად არის სამარცხვინოც და პრობლემურიც, მაგრამ სახელმწიფოს მიტაცება არის მთავარი საკითხი, რის გამოც ეს ადამიანი სანქცირებას იმსახურებს. იმ გადაგდებების გამო, რომელიც მან აკადრა ქარველ ხალხს და იმ ტყუილების, მათ შორის წინასაარჩევნი დაპირებების გამო, რომელიც არ შეასრულა. პორველ რიგში, ივანიშვილი ქართველი ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული და სწორედ ამის არშესრულების გამო უნდა აგოს პასუხი", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის" ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც".

მან ასევე აღნიშნა: „მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით, ჩემთვის სულერთია, რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია, პრორუსი არ იყოს".

ამავდროულად, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა, ხალხი მას მაინც გააგდებს, ეს უკვე შეიძლება, მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×