რეზონანსი
25.07.2022

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოში კონკრეტულ კომპანიებს რუსული ნავთობი შემოაქვთ.

დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს და ქვეყანა სანქციებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით იცავს.

"მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, არც ერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს. ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული, ასეთივე ნავთობს ყიდულობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან ბევრი ქვეყანა და მათ შორის, საქართველოშიც გადაწყვეტილებები მიიღება კერძო კომერციული კომპანიების მხრიდან, იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს.

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, ამ კუთხითაც საქართველოს საბაჟო სტრუქტურებს ჰქონდეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული მუშაობა. ყველა სახელმწიფო უწყება იყო სტრატეგიული პარტნიორების ექსპერტებთან ერთად ჩართული პროცესში, როცა ხდებოდა სანქციების აღსრულების მექანიზმის განმარტებები და კიდევ ერთხელ გადაწყვეტილებები შეთანხმებულია, შეჯერებულია და გავლილია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან", - თქვა ლევან დავითაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ კონკრეტულ ბიზნესმენებს, მთავრობის დახმარებით, საქართველოში რუსული ნავთობი შემოაქვს. ხაბეიშვილმა დაასახელა ის სამი კომპანიაც, რომელსაც ქვეყანაში რუსული ნავთობი შემოაქვს. მათ შორისაა: ვისოლჯგუფი, არაგვი იმპექსი და ლუკოილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×