რეზონანსი
06.08.2022

კა­ნი­სა და ვე­ნე­რი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა დის­პან­სერ­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი გალ­და­ვა დაჭ­რის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი თე­ი­მუ­რაზ ბეჟა­ნი­ძეა.

და­პი­რის­პი­რე­ბა გი­ორ­გი გალ­და­ვას კა­ბი­ნეტ­ში მოხ­და, რა­საც სრო­ლა მოჰ­ყვა. სრო­ლის შე­დე­გად გალ­და­ვა მხარ­შია დაჭ­რი­ლი.

კლი­ნი­კის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ყვება მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებს:

"ამ ინ­ცი­დენ­ტი­დან ცოტა ხნის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ გოგა (გი­ორ­გი გალ­და­ვა) დაჭ­რი­ლი იყო. გა­ფით­რე­ბუ­ლი შემ­ხვდა ექთა­ნი და მან მი­თხრა, გო­გას ეს­რო­ლე­სო. პი­რა­დად არ შევ­სწრე­ბი­ვარ ფაქტს, რა მოხ­და, დე­ტა­ლე­ბი იცის გო­გამ და თე­მურ­მა. გოგა რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა ალ­ბათ იტყვის რაც მოხ­და. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ფაქტს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

პი­რა­დად არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, ადრე არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მათ შო­რის არ ყო­ფი­ლა. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ოჯა­ხე­ბი არი­ან. თე­მუ­რის შვი­ლი, ზვი­ა­დი ბეჟა­ნი­ძე, გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია, გო­გას­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ფაქ­ტი გო­გას კა­ბი­ნეტ­შია მომ­ხდა­რი. არა­ვის და­უ­ნა­ხავს, არა­ვინ შეს­წრე­ბია ფაქტს. სრო­ლის ხმა­ზე შე­ვიდ­ნენ კა­ბი­ნეტ­ში და მა­შინ ნა­ხეს გოგა დაჭ­რი­ლი რომ იყო. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მოხ­და ეს ფაქ­ტი, გო­გას კა­ბი­ნეტ­ში და გვერ­დით კა­ბი­ნე­ტებ­ში გა­ი­კეს სრლის ხმა.

ზო­გა­დად გოგა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლია, ყვე­ლას პატ­რო­ნია, 80 წლის ხდე­ბა თე­მუ­რი და ვვა­რა­უ­დობთ რომ არა­დექ­ვა­ტუ­რი გა­გე­ბა ჰქონ­და. იმ დღეს გან­ცხა­დე­ბა და­ი­წე­რა თე­მუ­რის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და შვილ­მა, ზვი­ად­მა უთხრა ეს ამ­ბა­ვი მა­მას. უხე­შა­დაც არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. აუხ­სნი­ათ მის­თვის, რომ ან­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, მერე ზვი­ა­დი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა თა­ვის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში და გა­უგ­რძე­ლე­ბია მუ­შა­ო­ბა. ამის შემ­დეგ მოხ­და ეს ტრა­გე­დია. რო­გორც ვი­ცით, ია­რა­ღი თან არ ჰქო­ნია, რო­გორც ჩანს, ამის შემ­დეგ წა­ვი­და და სა­დღაც 3 სა­ათ­ში დაბ­რუნ­და უკან.

შე­ვი­და გო­გას კა­ბი­ნეტ­ში. სხვა დროს არა­სო­დეს გვი­ნა­ხავს ია­რა­ღი მის ხელ­ში, აუხ­სნე­ლია მისი ქმე­დე­ბა. ვერც თე­მუ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვერ ხსნი­ან, ვერც გო­გას ახ­ლობ­ლე­ბი, ვერც ჩვენ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვერ ვხნით. 2 წლის წინ ინ­სულ­ტი ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი თე­მუ­რის და შე­იძ­ლე­ბა ამის გა­მოც იყო. ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს მი­ზეზს. თვი­თო­ნაც მის­ცე­მენ ჩვე­ნე­ბებს და გა­ირ­კვე­ვა რა მოხ­და. გო­გას ნამ­სხვრე­ვი ჭრი­ლო­ბა აქვს მკლავ­ზე, მას გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს და არც ბევ­რი სის­ხლი და­უ­კარ­გავს, თვი­თონ თე­მუ­რის შვილ­მა ზვი­ა­დამ და­ა­დო ლახ­ტი და შე­უ­ჩე­რა სის­ხლდე­ნა, მან იზ­რუ­ნა გო­გა­ზე. მაგ­რამ იმ­დე­ნად გა­ნი­ცა­და ეს ამ­ბა­ვი ზვი­ად­მა, რომ თვი­თონ მო­სა­სუ­ლი­ე­რე­ბე­ლი გახ­და და გული წა­უ­ვი­და. გოგა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნია, 52 წლის არის, ოეპ­რა­ცია გა­უ­კეთ­და და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მთა­ვა­რია გა­დარ­ჩა, მკლავ­ზე ნამ­სხვრე­ვი ჭრი­ლო­ბაა"

მისივე თქმით ჩხუბის ხმა თანამშრომლებმა გაიგეს.

"რა­საც ამ­ბო­ბენ, შე­ვი­და თე­მუ­რი გო­გას კა­ბი­ნეტ­ში, და­ე­ლა­პა­რა­კა, კა­მა­თის ხმა იყო, მაგ­რამ არა­ვის წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ თე­მუ­რის შე­ეძ­ლო ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ამით დას­რულ­და. რომ ეს­რო­ლა იმის შემ­დეგ გა­მო­ვი­და კა­ბი­ნე­ტი­დან, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და იქა­უ­რო­ბაც და­ტო­ვა. აღელ­ვე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს არ მი­უქ­ცე­ვი­ათ მის­თვის ყუ­რა­დღე­ბა, ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა გო­გას­კენ იყო გა­და­ტა­ნი­ლი. აუხ­სნე­ლი ქმე­დე­ბაა რაც მოხ­და. ასეთ ადა­მი­ა­ნად არ ვიც­ნობ­დით თე­მურს. არ იყო კონ­ფლიქ­ტუ­რი. ცოტა გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ექი­მიც იყო, პა­ტივ­სა­ცე­მი. მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ჰქონ­და ცალ­კე კა­ბი­ნე­ტი, ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო და ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და. ზო­გა­დად გოგა არის ასე­თი, არ აწყე­ნი­ნებს თა­ნამ­შრო­მელს, რე­ფორ­მა ხდე­ბა ჩვენ­თან, კად­რე­ბის ცვლაა და ალ­ბათ ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ გა­ენ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ.

ესეც შვილს უთხრა, წყე­ნა­საც რომ აე­რი­დე­ბი­ნა. შემ­დგა­რი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი აქვს თე­მუ­რის, შვი­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, სახ­ლი, ქო­ნე­ბა. სამ­სა­ხუ­რი­დან მისი წას­ვლა ასე რა­ტომ აღიქ­ვა არ ვიცი. მისი ქმე­დე­ბა ჩვენ­თვის აუხ­სნე­ლია. მთა­ვა­რია გოგა გა­მო­ჯან­მრთელ­დეს და ეს ადა­მი­ა­ნიც გვე­ცო­დე­ბა. სუ­ლე­ლუ­რად გა­ი­ფუ­ჭა ცხოვ­რე­ბა. ორი­ვე ადა­მი­ა­ნი ძვირ­ფა­სია ჩვენ­თვის. ღმერ­თს მად­ლო­ბა, რომ გა­დარ­ჩა გოგა, თო­რემ ეს რა იქ­ნე­ბო­და ამის წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და. აბ­სო­ლუ­ტუ­რად აუხ­სნე­ლი, არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბა 80 წლის მო­ხუ­ცის, ვერ ვხსნით", - ყვება თაამშრომელი.

წყარო: "ამბები.ჯი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×