რეზონანსი
30.09.2022

პუტინის გამარჯვება კატასტროფული იქნება უკრაინისთვის და ძალიან ცუდი ჩვენთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომ „უკრაინის წარმატებებს პუტინის ესკალაციები მოჰყვება და იცვლება თუ არა ამით ნატო-სთვის რამე.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, პუტინის გამარჯვება საფრთხეს შეუქმნის აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებს.

„პუტინის გამარჯვება კატასტროფული იქნება უკრაინისთვის და ძალიან ცუდი ჩვენთვის. თუ უსმენთ რასაც ამბობს, მისი გამარჯვება საფრთხეს შეუქმნის აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებს. ამიტომ ჩვენ ვიხდით უკრაინის მხარდასაჭერად ფასს, რომ წააგოს - ფასი გაცილებით მეტი იქნება. ძალიან ნათლად გავაგებინეთ რუსეთს, რომ მძიმე შედეგები მოჰყვება ატომური იარაღის გამოყენებას უკრაინაში. ყოველთვის არის რისკი უკრაინის გარეთ ესკალაციის. დამატებით ძალებს ვაგზავნით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილებში. ნატო-ს მიზანია უკრაინის მხარდაჭერა და ამავდროულად ესკალაციის თავიდან არიდება და პუტინისთვის მესიჯის მიწოდება, რა მოყვება ატომური იარაღის გამოყენებას",- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×