რეზონანსი
02.10.2022

ლიმანთან დამარცხება იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის პრიორიტეტები ოკუპირებული სამხრეთ ოლქების დაკავებაა და არა ლუგანსკის ოლქის დაცვა - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.

ინსტიტუტის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი თავად ხელმძღვანელობდა რუს მეთაურებს, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ.  

ISW ექსპერტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება, რომ არ საკმარისად გამაგრებულიყო დაუცველი ფრონტის ხაზები კუპიანსკისა და ლიმანის გარშემო, ცხადია, პუტინის გადაწყვეტილება იყო და არა სამხედრო სარდლობის.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი ბევრად უფრო ზრუნავს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სტრატეგიული ტერიტორიების შენარჩუნებაზე, ვიდრე ლუგანსკის რეგიონზე“, - წერენ ისინი.

უკრაინული და რუსული წყაროები მიუთითებენ, რომ რუსეთის ჯარებმა განაგრძეს პოზიციების გაძლიერება ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში, მიუხედავად ხარკოვ-იზიუმის ფრონტის ბოლო წარუმატებლობისა და თუნდაც იმ ფაქტისა, რომ ლიმანის გარშემო რუსული ჯარები დამარცხდა. იმავდროულად, პუტინი გამოყოფს რესურსებს უკვე დეოკუპირებული დასახლებების შტურმის მცდელობისთვის, თუმცა ჯერჯერობით ეს მცდელობები წარუმატებელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×