რეზონანსი
24.11.2022

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნის შესახებ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი პოტენციური შედეგების თაობაზე გაფრთხილებით გამოდის.

„ჩვენ არ შეგვიძლია იღბლის იმედად ყოფნა, რათა თავიდან ავიცილოთ ბირთვული ინციდენტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე", - აღნიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.

რაფაელ გროსის თქმით, მოლაპარაკებები წინ მიიწევს, თუმცა საუბარია აქტიურ საბრძოლო ზონაზე, ამიტომ ამისთვის შეთანხმებულ პარამეტრებზე გასვლა არც ისე ადვილია.

„ორივე მხარესთან მაქვს კონსულტაციები. მე არ დავეთანხმები შეფასებას, რომ პროგრესს არ ვაღწევთ. ვფიქრობ, რომ პროგრესი გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ძალიან რთულია. ეს არის ომი. ეს არის ნამდვილი ომი და დაცვის ზონა, რომელსაც მე ვთავაზობ, ზუსტად ფრონტის ხაზზეა, იმ ხაზზე, სადაც ორივე მოწინააღმდეგე კონტაქტშია", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×