
პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის ჩატარების დროს, პროვოკაციის მოწყობა სცადა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის.
„ქრონიკის" ინფორმაციით, თორნიკე შუკაკიძე წლების წინ სწავლობდა სეუ-ში ახლა კი სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. შუკაკიძე ნასამართლევია, თანატოლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამო.
სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ შუკაკიძეს გარედან ხელმძღვანელობდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მუმლაძე.
თორნიკე შუკაკიძესა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ირაკლი კობახიძის სტუდენტებმა „ნაცმოძრაობის" აქტივისტი, აუდიტორიიდან გააძევეს.
პროვოკაციის მცდელობის მიუხედავად, ლექცია მაინც ჩატარდა.